კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„სამართლიანი არჩევნების“ წინასწარი განცხადებიდან

6 იანვარი, 2004

„სამართლიანი არჩევნების“ წინასწარი განცხადებიდან

საქართველოს 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებს „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლები 2 550-ზე მეტ საარჩევნო უბანზე აკვირდებოდნენ.

გუშინ, 5 იანვარს „სამართლიანმა არჩევნებმა“ გამართა პრეს კონფერენცია „შერატონ მეტეხი პალასში“, სადაც გააკეთა წინასწარი განცხადება საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ, რაც ეფუძნება დამკვირვებელთა მიერ მოწოდებულ ინფორმაციას. მათ განაცხადეს, რომ „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელთა საქმიანობის ხელისშემშლელი ცალკეული ფაქტების მიუხედავად სადამკვირვებლო მისიამ განახორციელა დაკვირვება ყველა საარჩევნო პროცედურაზე, რითაც ხელი შეუწყო არჩევნებში მონაწილე საქართველოს თითოეული მოქალაქის ხმისა და არჩევნების სამართლიანობის დაცვას. შეიძლება ითქვას, რომ ცალკეული გამონაკლისების მიუხედავად, საარჩევნო ადმინისტრაციებმა შეძლეს კანონის შესაბამისად მოქმედება. თუმცა აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ დაფიქსირდა საუბნო-საარჩევნო კომისიების ადმინისტრაციული შეცდომები, რომლებიც ძირითადად კომისიის წევრთა არაორგანიზებულობითა და არაკომპეტენტურობით იყო გამოწვეული.

„სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელნი აცხადებენ, რომ ერთეულ შემთხვევებში, სახეზე გვქონდა საარჩევნო კანონმდებლობის მნიშვნელოვანი დარღვევის ფაქტებიც, როგორიცაა მაგალითად ბიულეტინების ჩაყრა, მარკირების პროცედურის განუხორციელებლობა, დამკვირვებელთა გამოძევება უბნებიდან, მათ მიერ დაწერილი საჩივრების მიუღებლობა. თუმცა ასეთი სახის დარღვევებს მასობრივი ხასიათი არ ჰქონია.

„სამართლიანი არჩევნების“ განცხადების მიხედვით, 4 იანვარს არ დაფიქსირებულა ხმის მიცემის კონსტიტუციური უფლების განხორციელების შეზღუდვის ფაქტები, ასევე არ შექმნილა გაყალბებულ სიებთან დაკავშირებული პრობლემები.
თუმცა, გაურკვეველი ვითარება შეიქმნა აჭარის ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებით. აჭარაში წინასაარჩევნო რეგისტრაცია არ ჩატარებულა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების თანახმად, აჭარაში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობად ითვლება არჩევნების დღეს რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა. დამკვირვებელთა ინფორმაციით, აჭარის საუბნი საარჩევნო კომისიები ხელმძანელობდნენ როგორც არჩევნების დღეს რეგისტრირებულ  ამომრჩევლებს, ისე 2 ნოემბერს საპარლამენტო არჩევნებისათვის აჭარაში არსებული სიებით. შესაბამისად, „სამართლიანი არჩევნების“ მიერ პარალელურად დათვლილი აქტივობის მაჩვენებლები არ მოიცავს მონაცემებს აჭარიდან.

„სამართლიანი არჩევნები“ აცხადებს, რომ პარალელური დათვლის შედეგად დაფიქსირდა ამომრჩეველთა აქტივობის მაჩვენებელი 85.3%-ზე მეტი (აჭარის მონაცემების გამოკლებით).
„სამართლიანი არჩევნების“ მიერ ჩატარებული ხმების პარალელური დათვლის შედეგები ასეთია:

როინ ლიპარტელიანი - 00.24%
ქართოს ღარიბაშვილი - 00.16%
ზურაბ ქელეხსაშვილი - 00.07%
თემურ შაშიაშვილი - 01.93%
მიხეილ სააკაშვილი - 96.41%
ზაზა სიხარულიძე - 00.22%
ყველას წინააღმდეგ მიცემული ხმათა რაოდენობა - 00.32%

 

ახალი ამბები