22:11, Thursday, 09.04.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად საქართველო საერთაშორისო სტანდარტებს უფრო უახლოვდება

08.01.2004

საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად საქართველო საერთაშორისო სტანდარტებს უფრო უახლოვდება
 
ევროპის საბჭოს პრეს-რელიზი

წინა არჩევნებთან შედარებით, 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში პროგრესი შეინიშნება. თუმცა ამ არჩევნებით საქართველოს საარჩევნო სისტემისა და  დემოკრატიული პროცესებისადმი ქვეყნის ერთგულების მხოლოდ ნაწილობრივი გამოცდა მოხდა. ასეთია არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებელთა მისიის დასკვნა, რომელმაც თავისი წინასწარი დასკვნები გუშინ წარმოადგინა.

პრესკონფერენციის დროს, წარმოადგინა რა თავისი წინასწარი მოსაზრებები და დასკვნები, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა და ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის მიერ დანიშნულმა მოკლევადიან დამკვირვებელთა სპეციალურმა კოორდინატორმა, ბატონმა ბრიუს ჯორჯმა განაცხადა : „მცირე პერიოდში შესამჩნევ პროგრესს ჰქონდა ადგილი. ველი საპარლამენტო არჩევნებს, რათა საერთაშორისო სტანდართებთან დასაახლოებლად გადადგმული შემდგომი ნაბიჯების მოწმე გავხდე.“

„ხელისუფლებამ დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად პოლიტიკური ნება გამოავლინა, რაც განსაკუთრებული დარღვევებით წარმართული 2003 წლის 2 ნოემბერს საპარლამენტო არჩევნებისაგან მკვეთრად განსხვავდებოდა“ - დასძინა მან.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელის, ბატონ მატიაშ იორშის თქმით: „ამ არჩევნებმა იმედი დაგვიბრუნა. ახლა, ახალ მთავრობას აქვს შესაძლებლობა და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ვალდებულება, გაუფრთხილდეს ამას. დრო მცირეა. მომავალი საპარლამენტო არჩევნები ახალი ხელისუფლებისათვის ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად აუცილებელი ნების და უნარის ნამდვილი გამოცდა იქნება .“

„ამჟამად არსებულ რთულ პირობებში საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ყველა დონეზე განხორციელებული გულმოდგინე საქმიანობა აღნიშვნის ღირსია. ამ არჩევნებმა საქართველო დემოკრატიული არჩევნების საერთასორისო სტანდარტებთან და ევროპასთან უფო დააახლოვა,“ განაცხადა ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ბატონმა დემეტრიო ვოლჩიჩმა.
„ჩვენ აშკარა პროგრესი შევნიშნეთ, განსაკუთრებით, საარჩევნო პროცესის ჩატარებისას, ამომრჩველთა ახალი სიის, საკანონმდებლო ბაზისა და ზოგადად, არჩევნების ადმინისტრირების სფეროში“, განაცხადა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე დამკვირვებელთა მისიის ხელმძღვანელმა, ბატონმა კრეკ ჯენსმა. „ხელისუფლებამ და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ აჩვენა, რომ ისინი უფრო სერიოზულად უდგებიან მათ ვალდებულებებს, მაგრამ პრობლემებიც აშკარა იყო, კერძოდ, საარჩევნო ადმინისტრაციაში არსებული პოლიტიკური დისბალანსი და საარჩევნო ადმინისტრაციის ზოგიერთი წარმომადგენლის მიერ არჩევნებში მონაწილეთა მიმართ გამოვლენილი მიკერძოება. არ იყო კონკურენტული გარემო, შემდგომი პროგრესი აუცილებელია.

დაახლოებით 450 საერთაშორისო დამკვირვებელი 38 ქვეყნიდან მონიტორინგს უწევდა ამ არჩევნებს. არჩევნებზე დამკვირვებელთა საერთაშორისო მისიის შეშფოთება გამოიწვია პარტიასა და სახელმწიფო სტრუქტურებს შორის ნათელი გამიჯვნის ნაკლებობამ და საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში ხელისუფლების სასარგებლოდ არსებულმა პოლიტიკურმა დისბალანსმა. ქვემო ქართლის გამოკლებით,  არსებული დარღვევები უფრო მცირე მასშტაბის იყო, ვიდრე 2003 წლის ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების დროს. არჩევნებზე დამკვირვებელთა საერთაშორისო მისიამ ადგილობრივ დამკვირვებელთა მიერ პროცესის ყველა ასპექტის მიმართ გამოჩენილი ნაკლები ყურადღება შენიშნა. კრიტიკას იმსახურებს აჭარის რეგიონის ხელისუფლების ვალდებულებათა მიმართ გამოჩენილი ერთგულების ნაკლებობა, რომლებიც დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად საჭირო პირობებს უზრუნველყოფდნენ.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით:

Angus Macdonald, Press Officer, Council of Europe Parliamentary Assembly
(ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეს-სამსახურის წრმომადგენელი)
e-mail: angus.machdonald@coe.int

Urdur Gunnarsdottir, ODIHR Spokesperson
(ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამინის უფლებების ოფისის წარმომადგენელი)
e-mail: Urdur.Gunarsdottir@odihr.pl

Jan Jooren, Counsellor, OSCE Parliamentary assembly
(ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა)

e-mail: jan@oscepa.dk

Tim Boden, Co-ordinator, European parliament Secretariat
(ევროპარლამენტის სამდივნო)
მობილური ტელეფონი: 32 475 35 19 48

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

უჩინარი მტერი
2020 წელი სულ ახლახან დაიწყო და მალევე მსოფლიოს დაუჯერებელი ინფორმაცია ეცნო - ინფორმაცია მკვლელი ვირუსის შესახებ, რომელიც ჩინეთში, უჰანის პროვინციაში გაჩნდა, შემდეგ კი
ვრცლად...
აპოკალიფსი არ იქნება
საგანგებო მდგომარეობის გავლენა საპარლამენტო არჩევნებზე
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC