კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ტელეკომპანია „იბერიის“ ჟურნალისტები სცემეს

1 მარტი, 2004

ტელეკომპანია „იბერიის“ ჟურნალისტები სცემეს

28 თებერვალს ტელეკომპანია „იბერიის“ ჟურნალისტი ლევან ცალუღელაშვილი და ოპერატორი გოჩა ნემსაძე ჟურნალისტთა ფედერაციაში სცემეს.

ჟურნალისტთა ფედერაციის ეზოში გამართული აქციის გასაშუქებლად მისული ტელეკომპანია „იბერიის“ ჟურნალისტები მოულოდნელად ძალადობის მსხვერპლნი აღმოჩნდნენ.

როგორც ლევან ცალუღელაშვილი იხსენებს, მან რესპოდენტთა ძებნაში მოიარა ფედერაციის შენობა და როცა ერთ-ერთ საკონფერენციო დარბაზში აღმოაჩინა ოთხი კაცი, რომლებიც ბანქოს თამაშობდნენ, ჩაწერაზე დაითანხმა. მათ მოულოდნელად ჟურნალისტიც და ოპერატორიც ოთახში შეიმწყვდიეს და სცემეს.

ჟურნალისტთა სახლის რამოდენიმე თანამშრომელმა მოახერხა დაემტვრია „იბერიის“ კუთვნილი კამერა და ჩხუბის ამსახველი კასეტის წართმევა.

ამ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ პროკურატურაში აღიძრა.

ახალი ამბები