კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გადადგა

15 ივნისი, 2004

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გადადგა

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ლადო ჭანტურია თანამდებობიდან ამა წლის 11 ივნისს გადადგა. "ვთვლი, რომ მე ამოვწურე ჩემი შესაძლებლობები ამ თანამდებობაზე, ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული”, განაცხადა ლადო ჭანტურიამ და აღნიშნა, რომ სურს უფრო აქტიური როლი ითამაშოს ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობის საქმეში.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ლადო ჭანტურიას გადაწყვეტილება დააკმაყოფილა და მას მადლობა გადაუხადა სასამართლო სისტემაში შეტანილი წვლილისათვის. 

პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მოღვაწეობას ლადო ჭანტურია იურიდიულ საკითხებში მის მრჩევლად გააგრძელებს.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე რუსეთის ფედერაციაში საქართველოს ელჩის კოტე კემულარიას კანდიდატურა მოისაზრება, რომელსაც სახელისუფლებო ფრაქციისგან სრული მხარდაჭერა გააჩნია.

მემარჯვენე ოპოზიციის წარმომადგენლები თვლიან, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნეიტრალური პიროვნება უნდა იყოს და არა რომელიმე პარტიის წარმომადგენელი. 

 

ახალი ამბები