კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აჭარაში აბაშიძეების ახლობლები დააკავეს

22 ივნისი, 2004

აჭარაში აბაშიძეების ახლობლები დააკავეს

აჭარაში 21 ივნისს აბაშიძეების ახლობლები დააკავეს. ჩხრეკისას პოლიციამ დაკავებულებს იარაღი და ნარკოტიკული ნივთიერებები აღმოუჩინა. დიანა აბაშიძე კი პროკურატურის წამომადგენლებმა დაკითხეს.  აბაშიძეების  ნათესავ-მეგობრები პოლიციის აღნიშნულ ქმედებებს უკანონოს და დანაშაულებრივს უწოდებენ.

21 ივნისს აჭარის ტერიტორიაზე დაჭერების სერია განახლდა. 20 ივნისს ასლან აბაშიძის ქალიშვილი დიანა აბაშიძე მშობლიურ ქალაქს დედის წლისთავის აღსანიშნად ეწვია. აჭარის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განახორციელა სპეცოპერაცია, რომლის დროსაც 14 პირი დააკავეს, მათ შორის იყვნენ აბაშიძეების ახლობლები: დიანა აბაშიძის დაცვის უფროსი როლანდ ბერიძე, გიორგი აბაშიძის მეგობრები დავით დანელია, ასლან ცეცხლაძე და ზვიად ჩიჩუა.

სამართალდამცავები ამ დაკავებაში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავენ. მათი თქმით, გუშინდელი სპეცოპერაცია ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარდა, რაც შეეხებოდა გარკვეული პირების ქალაქში იარაღით გადაადგილებას. ჩხრეკისას ზოგიერთ დაკავებულ პირს იარაღი და ნარკოტიკული ნივთიერებებიც აღმოაჩნდათ, მაგრამ თვითონ დაკავებულები და მათი ახლობლები აცხადებენ, რომ მათ იარაღი და ნარკოტიკები პოლიციამ ჩაუდო.

ამ დაპატიმრებებს აპროტესტებენ აბაშიძეების  ნათესავ-მეგობრები და მათ უკანონოს და დანაშაულებრივს უწოდებენ.

ამავე დღეს დიანა აბაშიძეს პროკურატურის წარმომადგენელებმა სახლში მიაკითხეს. ორი დღის წინ ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ დიანა აბაშიძეს სამართალდამცავებთან მოუწევდა გასაუბრება, რადგან აბაშიძეების ქონების დიდი ნაწილი მის სახელზეა გაფორმებული. დიანა აბაშიძის დაკითხვა მხოლოდ რამოდენიმე წუთს გაგრძელდა. პროკურატურის წარმომადგენლებმა დიანა აბაშიძის სახლი უკომენტაროდ დატოვეს.

ახალი ამბები