კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოს მოქალაქე ეუთოს წინააღმდეგ

6 ივლისი, 2004

საქართველოს მოქალაქე ეუთოს წინააღმდეგ

საქართველოს მოქალაქე მანანა ქოქაშვილი ეუთო-ს (ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია) საქართველოს კანონმდებლობისა და სასამართლო გადაწყვეტილების უგულებელყოფაში ადანაშაულებს. მანანა ქოქაშვილი მთარგმნელ-რეფერენტად მუშაობადა „ეუთო-ს მთიანი ყარაბაღის“ თბილისის ოფისში. 2002 წელს მან დეკრეტული შვებულება აიღო, ხოლო ერთი თვის შემდეგ ის სამსახურიდან გაათავისუფლეს. საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის თანახმად ორსული ქალების დათხოვნა დასაშვებია მხოლოდ ორგანიზაციის სრული ლიკვიდაციის შემთხვევაში, რაც ეუთო-ს მხრიდან არ იქნა გაზიარებული.

მანანა ქოქაშვილს სამსახურში აღდგენის მოთხოვნა ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ დადაებითად გადაწყვიტა და ეუთო-ს ოფისს დააკისრა განაცდურის ანაზღაურება და ქოქაშვილის სამსახურში აღდგენა, გადაწყვეტილება კანონერ ძალაში შევიდა. მაგრამ აღსრულება შეწყდა უკანონოდ - ეუთო-ს განმარტების საფუძველზე.
ქოქაშვილმა სარჩელით მიმართა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს, ევროსასამართლო დავას სასწრაფო წესით განიხილავს, დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში პასუხისმგებლობა საქართველოს სახელმწიფოს დაეკისრება.

ახალი ამბები