კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში

13 ივლისი, 2004

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში

8 ივლისს საქართველოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია ეწვია. დელეგაციის წარმომადგენელთა მიერ ჩატარებული პრეს–კონფერენცია ქვეყანაში არსებული ვითარების შეფასებასა და საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროპის საბჭოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს ეხებოდა. მათ შეშფოთება გამოთქვეს იმასთან დაკავშირებით, რომ  ადგილი აქვს მაღალჩინოსანი პირების უკანონო ფორმით დაკავებებს, რაც შესაძლოა სტრასბურგის სასამართლოს განსჯის საგანი გახდეს და სავარაუდოდ სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ იქნება გამოტანილი. დელეგაციის წარმომადგენელი მატიას იორში ასევე შეეხო სამხრეთ ოსეთის თემას და განაცხადა, რომ „ჩვენ ვგმობთ იმათ, ვინც ცხინვალში არსებული ვითარების პროვოცირებას უწყობს ხელს და ძალისმიერი მეთოდებით ცდილობს მოაგვაროს სიტუაცია.“

8 ივლისს საქართველოში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ - ბატონმა მატიას იორშიმ, ევგენი კირილოვმა და ბა-ნმა მატიაშ გრუდენმა ევროპის საბჭოს წარმომადგენლობაში პრეს-კონფერენცია გამართეს. ვიზიტის მთავარ მიზანს ქვეყანაში არსებული სიტუაციის შეფასება და საქართველოს მიერ ევროპის საბჭოში გაწევრიანების შედეგად აღებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს წარმოადგენდა. ევროპის საბჭოს მიერ წევრი-სახელმწიფოების მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებებს რეკომენდაციების ან კონვენციების ფორმა აქვს და მასში შემავალი თითოეული ქვეყნისთვის მათი შესრულება ვალდებულებით ხასიათს ატარებს. 1999 წელს საქართველოს ევროპის საბჭოს შემადგენლობაში შესვლის დღიდან სხვადასხვა ვალდებულებების შესრულება დაეკისრა. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელთა ჩამოსვლის მიზანი კი დარჩენილი ძველი ვალდებულებების შესრულების შემოწმება და ასევე ინფორმაციის მიღება იმის თაობაზე, თუ როდის შეძლებს საქართველოს ხელისუფლება მის მიერ აღებული ახალი ვალდებულებების განხორციელებას.

ევროპის ბაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ერთ-ერთმა დელეგატმა მატიას იორშიმ განიხილა საქართველოში არსებული მდგომარეობა კორუფციასთან ბრძოლის კუთხით და მასში მონაწილე ყოფილი მაღალჩინოსანი პირების დაკავებებთან დაკავშირებით. მან განაცხადა: „ევროპის საბჭო და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს კორუფციასთან ბრძოლის საქმეში. ჩვენ მტკიცედ ვართ დარწმუნებული იმაში, რომ მიუხედავად იმისა, თუ ვინ არიან ის ადამიანები, ვინც ჩაიდინეს კორუფციული ქმედებები, ისინი აუცილებლად, მათი ბრალეულობის დამტკიცების შემთხვევაში, ციხეში უნდა წავიდნენ და იქ მოიხადონ სასჯელი. მაგრამ ჩვენ ასევე მივიღეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რიგ შემთხვევებში ხდება უკანონო ფორმით დაკავებები, რომ ხშირად დაკავება ხდება ისე, რომ არ არსებობს სასამართლოს მიერ გაცემული შესაბამისი სანქცია ან დაპატიმრების დროს ხდება ამ ყველაფრის ვიდეო ფირზე გადაღება და შემდეგ ტელევიზიით ჩვენება. აუცილებებლია,რომ ყველა ასეთი ქმედების დროს ბოლომდე იქნეს დაცული ის პროცესუალური ნორმები, რომლების კანონმდებლობით არის გათვალისწინებული, წინააღმდეგ შემთხვევაში,თუ ასეთი საქმე გავიდა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, მისი გადაწყვეტილება სავარაუდოდ არ იქნება გამოტანილი საქართველოს სახელმწიფოს სასარგებლოდ". მატიას იორშიმ ასევე აღნიშნა, რომ კორუფციასთან ბრძოლაში აუცილებელია არა მხოლოდ დაპატიმრებები, არამედ ისეთი კანონების მიღება, რომელიც უზრუნველყოფს გამჭირვალეობის პროცესს და არ მისცემს საჯარო მოხელეს იმის შესაძლებლობას, რომ ქრთამი აიღოს.

მატიას იორში ჩასული იყო აჭარაშიც და გააკეთა კომენტარი ამასთან დაკავშირებითაც. მან შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ აჭარამ ვერ მიიღო ავტონომიის სტატუსი იმ კანონის თანახმად, რომელიც ახლა მოქმედებს ანუ აჭარის ლიდერების დანიშვნა ხდება თბილისში და არა უშუალოდ აჭარის მოსახლეობის მიერ.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წარმომადგენლებმა მოკლე კომენტარი გააკეთეს სამხრეთ ოსეთში არსებული მოვლენების შესახებ. მათ განაცხადეს, რომ ევროპის საბჭო და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს მთლიანობის აღდგენას, რაც მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა მოხდეს. „ჩვენ ვგმობთ იმათ ვინც ცხინვალში არსებული ვითარების პროვოცირებას უწყობს ხელს და ცდილობს ძალისმიერი მეთოდებით მოაგვაროს სიტუაცია“- განაცხადა მატიას იორშიმ.

ნინო ბესტავაშვილი

ახალი ამბები