კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გაზეთის რედაქტორი გაძარცვეს

20 ივლისი, 2004

  გაზეთის  რედაქტორი გაძარცვეს

18 ივლისს ღამის 3 საათზე ი. ჭავჭავაძის ქუჩაზე  მობილურის წართმევის მიზნით თავს დაესხნენ და გაძარცვეს კახეთის რეგიონული გაზეთის „ობიექტივის“ მთავარი   რედაქტორი ზურაბ ქაჩლიშვილი. თავდამსხმელებმა ძარცვის დროს დაზარალებულს თავის, ხელის და მუცლის არეში მსუბუქი დაზიანებები მიაყენეს.ზურაბ ქაჩლიშვილმა განაცხადა, რომ მან იცნო ერთ–ერთი თავდამსხმელი და პოლიციას მისი ვინაობა აცნობა. ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივი ორგანიზაციის აქტივისტი აჩიკო თარაშვილი. „ობიექტივის“ მთავარმა რედაქტორმა განაცხადა, რომ არ გამორიცხავს მის მიმართ განხორციელებული თავდასხმის მიზანმიმართულ ხასიათს, რადგან, მისი განმარტებით, აჩიკო თარაშვილი, თელავის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელთან გოჩა მამაცაშვილთან საკმაოდ დაახლოებული პირია. ხოლო ამ უკანასკნელთან ზურაბ ქაჩლიშვილს დიდი ხანია რაც კონფლიქტური დამოკიდებულება აქვს.

თელავის რაიონის პროკურორის ვაჟა მაღრაძის განცხადებით „ობიექტივის“ მთავარი რედაქტორის ძარცვა ჩვეულებრივი კრიმინალია და არ იყო პოლიტიკური მოტივებით განხორციელებული ქმედება. მან ასევე აღნიშნა, რომ თავად დაზარალებულმაც არ დაასახელა პოლიტიკური მოტივები.
მიმდინარეობს გამოძიება.

ახალი ამბები