კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ელენე თევდორაძე „ხალხის გაზეთის“ რედაქტორისათვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას აპროტესტებს

5 აგვისტო, 2004

ელენე თევდორაძე „ხალხის გაზეთის“ რედაქტორისათვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას აპროტესტებს

თბილისი. 05.08.04.  მედია-ნიუსი.  „ხალხის გაზეთის“ მთავარი რედაქტორს რევაზ ოქრუაშვილს წინასწარი სამთვიანი პატიმრობა გორის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარემ ბონდო ვაჩეიშვილმა 4 აგვისტოს გვიან ღამით შეუფარდა. მას გამოძიება ნარკოტიკული ნივთიერების შენახვას ედავება.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ელენე თევდორაძე რევაზ ოქრუაშვილისთვის 3-თვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდებას აპროტესტებს.

პარლამენტარი დარწმუნებულია, რომ რევაზ ოქრუაშვილის საქმე შეთითხნილია და ამასთან, მას სჯეროდა, რომ სასამართლო პროცესი ობიექტურად წარიმართებოდა.

თევდორაძის თქმით, მის რწმენას აძლიერებდა ისიც, რომ პატიმრები, რომლებიც სწორედ ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებისა და რეალიზაციისთვის იყვნენ დაკავებულები, სულ სხვა მუხლებით გასამართლდნენ.

„ეს ალბათ, იმიტომ ხდება, რომ კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით მათ ნივთმტკიცებები არ გააჩნიათ. ნარკოტიკების ჩადება კი ადამიანის დასაკავებლად უფრო იოლი ხერხია. რაც შეეხება რევაზ ოქრუაშვილის ფაქტს, მისი დაკავება იმდენად ემთხვევა მის მიერ გაზეთში მწვავე სტატიების გამოქვეყნებას, რომ ძნელია დავიჯერო რევაზ ოქრუაშვილი მართლაც ნარკოტიკების რეალიზატორია. ის ალბათ იმიტომ დასაჯეს, რომოპონირებას უწევდა სამხარეო გუბერნატორს,“- აღნიშნა ელენე თევდორაძემ.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელის თინა ხიდაშელის თქმით, „მას შემდეგ, რაც შს მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა გაზეთის რედაქტორის წინააღმდეგ განცხადებები გააკეთა, სასამართლო სხვა გადაწყვეტლებას ვერ მიიღებდა“.

 „ხალხის გაზეთის“ მთავარი რედაქტორის რევაზ ოქრუაშვილის მეუღლე ნინო ოქრუაშვილი თავისი მეუღლის პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობის დაწყებას აპირებს.

ოქრუაშვილის პატიმრობის სანქციას მისი ადვოკატი თბილისის საოლქო სასამართლოში გაასაჩივრებს.

ახალი ამბები