კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უმაღლეს სასწავლებლებში სამხედრო კათედრები შესაძლოა გაუქმდეს

16 აგვისტო, 2004


უმაღლეს სასწავლებლებში სამხედრო კათედრები შესაძლოა გაუქმდეს

თბილისი. 11.08.04. მედია-ნიუსი. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა განხილვის შემდეგ მხარი დაუჭირა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას, რომელიც „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს.

აღნიშნული კანონპროექტის თანახმად, სამხედრო სავალდებულო სამსახური წვევამდელთათვის განისაზღვრა 12 თვით. უმაღლესი განათლების მქონე პირებისთვის კი სამხედრო სავალდებულო სამსახური 12 თვიდან 6 თვემდე შემცირდა. როგორც ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თანამშრომელმა კახაბერ ჩიქოვანმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, პრაქტიკამ აჩვენა, რომ 3 თვე ინტენსიური მეცადინეობების შედეგად საკმარისია იმისთვის, რომ სამხედრო მოსამსახურეებმა შესაბამისი ცოდნა და უნარ-ჩვევები მიიღონ, დანარჩენი 9 თვე კი შეძენილი უნარ-ჩვევების განმტკიცებისთვის იქნება გამოყენებული.

რაც შეეხება უმაღლესდამთავრებულებს, კახაბერ ჩიქოვანის თქმით, სამხედრო კათედრებზე მიღებულ უნარ-ჩვევებს ისინი 6 თვის განმავლობაში უშუალოდ სამხედრო ნაწილებში გაიღრმავებენ. ამასთან, თავად სამხედრო კათედრების შენარჩუნების საკითხი შემდეგი განხილვის საგნად უნდა იქცეს.

პარლამენტარ გიგა ბოკერიას აზრით, სამხერო კათედრები დადებით შედეგებს არ იძლევიან.

აღნიშნულ კანონპროექტს პირველი მოსმენით 13 აგვისტოსთვის დანიშნულ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განიხილავენ.

პარლამენტარმა ივლიანე ხაინდრავამ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში წარდგენილ კანონპროექტს „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ მხარი არ დაუჭირა.

მისი თქმით, აღნიშნულ კანონპროექტს არ ახლავს არც ძალოვანი უწყებების და არც იმ ექსპერტების დასკვნა, რომლებიც ამ სფეროში მუშაობენ.

ხაინდრავა ცვლილებების იდეას ეთანხმება, თუმცა ექსპერტების აზრიც აინტერესებს.

თავდაცვისა და უშიშორების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის დავით კირკიტაძის განცხადებით, ეს შენიშვნა სავსებით მისაღებია.

კირკიტაძემ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს კახა ბარათაშვილს განუცხადა, რომ კომიტეტი კანონპროექტებს მსგავსი დასკვნების არქონის შემთხვევაში, აღარ განიხილავს.

ახალი ამბები