კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ევროსასამართლო აფხაზების მიერ დაპატიმრებული ქართველის საქმეს განიხილავს

5 ოქტომბერი, 2004

ევროსასამართლო აფხაზების მიერ დაპატიმრებული ქართველის საქმეს განიხილავს

თბილისი.01.10.04.მედია-ნიუსი. ევროსასამართლომ რეგისტრაციაში გაატარა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,კონსტიტუციის 42-ე“ მუხლის მიერ მომზადებული სარჩელი, რომელიც აფხაზეთში, დრანდის ციხეში უკანონო პატიმრობაში მყოფ საქართველოს მოქალაქეს, 23 წლის ლევან მამასახლისს შეეხება.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ ამ საქმეს მიენიჭა პრიორიტეტი, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი განხილვა დაჩქარებული წესით უნდა მოხდეს. მამასახლისი საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებებს უმოქმედობის გამო უჩივის.

მამასახლისი საქართველოს მოქალაქეა და ცხოვრობდა ბიჭვინთაში, საიდანაც ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს ბებიასთან  ერთად წამოვიდა. არდადეგებზე კი იგი ხშირად ჩადიოდა დედასთან, რომელიც ეროვნებით რუსია და ბიჭვინთა არ დაუტოვებია.

ერთ-ერთი ასეთი სტუმრობის დროს, 2001 წლის 7 აგვისტოს მას შემთხევევით აუფეთქდა თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა, რის შემდეგაც მარჯვენა ხელის მტევანი დაკარგა. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების უშიშროების სამსახურმა მას ზეწოლით დააწერინა აღიარებითი ჩვენება და ტერორიზმის ბრალდებით 14  წელი მიუსაჯა.

მიუხედავად მისი ბებიის, დინარა მამასახლისის არა ერთი თხოვნისა, საქართველოს ხელისუფლებას რაიმე ზომები მამასახლისს გასათავისუფლებლად არ მიუღია.

ახალი ამბები