ლილოს დასახლებაში რადიაციის წყარო აღმოაჩინეს
თბილისი.08.11.04.მედია-ნიუსი. უშიშროების სამინისტროს თანამშრომლებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ლილოს დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე რადიაციული ნივთიერების „კობალტ-60“-ის საცავის ყუთი აღმოაჩინეს.
სპეციალისტების განმარტებით, ყუთის გახსნის შემთხვევაში ლილოს დასახლების მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობას რადიაციული დასხივების საფრთხე შეექმნებოდა.
რადიაციის წყარო გარემოს დაცვის სამინისტროს სპეციალისტებმა შეამოწმეს და იგი უსაფრთხო ადგილას გადაიტანეს.
რადიაციის წყაროს წარმოშობის თაობაზე სათანადო ორგანოები მოკვლევას აწარმოებენ.