კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ტრეფიკინგის მსხვერპლთა რიცხვი იზრდება

10 ნოემბერი, 2004

ტრეფიკინგის მსხვერპლთა რიცხვი იზრდება

2004 წლის 29 ოქტომბერს, პარასკევს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის თბილისის ოფისის დახმარებით ტრეფიკინგის მსხვერპლი, წარმოშობით ნიგერიელი, სამშობლოში დაბრუნდა, მას შემდეგ რაც ის ტრეფიკინგის მიზნით მოტყუებით უკრაინიდან საქართველოში ჩამოიყვანეს.

2004 წლის ივნისში 22 წლის ნიგერიელი გოგონა, რომელიც 2000 წლიდან უკრაინაში სწავლობდა, დამქირავებელთან ერთად ჩამოვიდა საქართველოში, რადგან მას დაჰპირდნენ, რომ თბილისში როგორც მოცეკვავეს დაასაქმებდნენ. მგზავრობის დროს ის რუსეთში ერთ თვეზე მეტი ოთახში ჰყავდათ ჩაკეტილი. აგვისტოში კი ვიზის გარეშე  მალულად გადმოიყვანეს საქართველოს ერთ-ერთ ბორდელში. თბილისში ჩამოყვანის შემდეგ ის კვლავ ოთახში ჩაკეტეს, რადგან მის ჩამომყვანს შეექმნა პრობლემები, იმასთან დაკავშირებით, რომ მას სამსახურს აშოვნინებდა. როგორც იქნა ნიგერიელმა გოგონამ თავი დააღწია ტყვეობას და ჩავიდა ბათუმში იმ იმედით, რომ იქიდან ადვილად დაბრუნდებოდა უკრაინაში.

ვიზის უქონლობის გამო,მან ვერ შეძლო ბათუმის პორტის დატოვება. 2004 წლის 4 სექტემბერს კი ის სამართალდამცავებმა დააკავეს, რათა გამოეძიებინათ მისი უკანონოდ შემოსვლა საქართველოს ტერიტორიაზე. დიდი მადლობა არასამთავრობო ორგანიზაციას „ ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის,“ რომელიც ჩაერია და გაავრცელა ეს ინფორმაცია და ასევე მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც  დაინტერესდა ამ ქალის პრობლემით და დახმარება აღმოუჩინა, რის შედეგადაც 2004 წლის 12 ოქტომბერს ტრეფიკინგის მსხვერპლი ციხიდან გაათავისუფლეს.

მოაგვარეს თუ არა მისი აუცილებლად უკან დაბრუნების საკითხი, არასამთავრობო ორგანიზაციამ „ საქართველოს ქსელი ძალადობის წინააღმდეგ“ უზრუნველყო ეს ქალბატონი საცხოვრებელი ფართით.

მას შემდეგ რაც აღმოჩნდა, რომ მისი უკრაინაში დაბრუნება შეუძლებელი იყო იმის გამო, რომ იქ მისი დარეგისტრირება განხორციელდა მიგრაციული და შრომითი კანონების დარღვევით, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია დაეხმარა მას და წინა შაბათს  დააბრუნა ნიგერიაში. ამჟამად ნიგერიელ გოგონას დახმარებას მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის  ლაგოსის ოფისი უწევს.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანოზაცია მადლობას უხდის არასამთავრობო ორგანიზაციებს „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ და „საქართველოს ქსელი ძალადობის წინააღმდეგ“ მათი კონსტრუქციული საქმიანობისათვის.

ამ საკითხთან დაკავშირებით დაწვრილებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ მარკ ჰალსტს, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის თბილისის ოფისი, ტელ:293894, 252216, ელ-ფოსტა: marc@iom.ge


 

ახალი ამბები