ბათუმის ციხეში 29 წლის პატიმარმა თავი მოიკლა
ბათუმი.02.12.04.მედია-ნიუსი. 2 დეკემბერს დილით ბათუმის №3 საპყრობილეში 29 წლის გიორგი გოგიჩაიშვილმა თავი ჩამოიხრჩო. გიორგი გოგიჩაიშვილს საბრძოლო მასალის უკანონო შენახვისთვის აღმკვეთ ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.
გარდაცვლილის ძმა ირაკლი გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ მისი ძმა უკანონო პატიმარი იყო და მას იარაღი და საბრძოლო მასალა სამართალდამცავებმა ჩაუდეს. გარდაცვლილის ახლობლების თქმით, არ არის გამორიცხული, რომ გიორგი გოგიჩაიშვილი მოკლეს.
ციხის ადმინისტრაცია გიორგი გოგიჩაიშვილის გარდაცვალების ფაქტზე კომენტარს არ აკეთებს.