კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ირაკლი ბათიაშვილი უშიშროებაში დაკითხეს

28 დეკემბერი, 2004

ირაკლი ბათიაშვილი უშიშროებაში დაკითხეს

თბილისი. მედია ნიუსი. საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი ირაკლი ბათიაშვილი 27 სექტემბერს უშიშროების საგამოძიებო ნაწილში დაკითხეს.

ბათიაშვილი ამ ფაქტს მის მიმართ განხორციელებულ პოლიტიკურ დევნად მიიჩნევს და აცხადებს, რომ უშიშროებამ მასზე დიდი ხანია მეთვალყურეობა დააწესა.

დაკითხვის საბაბად მან დაასახელა ერთ-ერთი ახალგაზრდის „პროვოკაციული განცხადება, რომელიც მას თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტში, კომიტეტის თავმჯდომარის გივი თარგამაძისა და მისი მოადგილის დავით კირკიტაძის ხალხმა დააწერინა“, შემდეგ კი რეაგირებისათვის უშიშროების სამინისტროში გადააგზავნეს.

ბათიაშვილის თქმით, განცხდებაში აღნიშნულია, თითქოს იგი განცხადების ავტორს აშინებდა და მასზე ზეწოლას ახორციელებდა.

უშიშროების ყოფილი მინისტრი არ უარყოფს, რომ ამ ახალგაზრდასთან რესტორანში პოლიტიკურ საკითხებზე მართლაც ჰქონდა საუბარი, თუმცა არავითარ დაშინებას მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია.

ახალი ამბები