კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„მოსახლეობისათვის პენსიების დანიშვნა უკანონოდ მიმდინარეობს“

15 თებერვალი, 2005

„მოსახლეობისათვის პენსიების დანიშვნა უკანონოდ მიმდინარეობს“

თბილისი.15.02.05.მედია ნიუსი. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გარკვეული დაპირისპირება მოჰყვა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ბეჟან ბუცხრიკიძის განცხადებას, რომლის თქმითაც, ამჟამად მოსახლეობისათვის პენსიების დანიშვნა უკანონოდ მიმდინარეობს, რადგან შესაბამისი კანონის მოქმედება შეჩერებულია.

ბუცხრიკიძის განცხადებით, ამ ხარვეზის შესავსებად მან საპენსიო ასაკის განსაზღვრის შესახებ კანონპროექტი თავად შეიმუშავა.

ზურაბ ნოღაიდელის, პრემიერ მინისტრის კანდიდატის განმარტებით, კანონი, მართალია, შეჩერებულია, მაგრამ, პენსიების დანიშვნა კანონქვემდებარე აქტებით ხდება და მოქალაქეებს პენსიების ზრდის დანიშვნაზე პრობლემები არ შეექმნებათ.

ზურაბ ნოღაიდელის თქმით საზოგადოების მთავარი შეკვეთა სამუშაო ადგილების შექმნაა და მთავრობის ძალისხმევაც სწორედ ამ კუთხით იქნება მიმართული.

ახალი ამბები