კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თბილისში ბაზრის მოვაჭრეებმა თამარის გამზირი გადაკეტეს

2 ივნისი, 2005

თბილისში ბაზრის მოვაჭრეებმა თამარის გამზირი გადაკეტეს

თბილისი.01.06.05.მედიანიუსი. თბილისის ცენტრალური სუპერმარკეტის (ე. წ. დეზერტირების ბაზარი) მოვაჭრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათ ორი საათის მანძილზე თამარ მეფის გამზირი გადაკეტილი ჰქონდათ  და ბაზრის მიმდებარე ტერიტორიიდან გარე მოვაჭრეების გაყვანას  ითხოვდნენ.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, დეზერტირების ბაზარში საკმარისი რაოდენობის თავისუფალი სავაჭრო ადგილია, რომელიც შეიძლება გარემოვაჭრეებმა აითვისონ. გარევაჭრობის გამო კი მათ ბაზარში პროდუქცია არ ეყიდებათ.

მოგვიანებით აქცია ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა, რადგან გზის გადაკეტვამ ავტოტრანსპორტის მფლობელთა უკმაყოფილება გამოიწვია.

ვითარება საპატრულო პოლიციამ განმუხტა. აქცია დაიშალა, მაგრამ მისი  მონაწილეთა განცხადებით, თუ არ დაკმაყოფილდება მათი მოთხოვნა, გზას ისევ გადაკეტავენ.

ახალი ამბები