კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სასჯელაღსრულების დეპარტამენტს მონაცემების გაყალბებაში ადანაშაულებენ

30 ივნისი, 2005

სასჯელაღსრულების დეპარტამენტს მონაცემების გაყალბებაში ადანაშაულებენ

თბილისი.26.06.05.მედიანიუსი. არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენდაციო ცენტრმა" - თბილისის №1 საპყრობილის მონაცემებზე დაყრდნობით ამავე საპყრობილეში სხეულის დაზიანებით შეყვანილ პირთა სტატისტიკა გამოაქვეყნა. ამ მონაცემების მიხედვით, 2004 წლის იანვარში სხეულის დაზიანებით შეყვანილია 38 პირი, თებერვალში - 39, მარტში - 48, აპრილში - 43, მაისში - 38, ივნისში - 45, ივლისში - 88, აგვისტოში - 13, სექტემბერში - 16 პატიმარი.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა, თავის მხრივ, გამოაქვეყნა მთელ სისტემაში (სულ 16 სასჯელაღსრულების დაწესებულება, მათ შორისაა №1 საპყრობილეც)  სხეულის დაზიანებით შეყვანილთა რაოდენობა, რომელიც, როგორც არასამთავრობოები აცხადებენ, რეალობას არ შეესაბამება; მაგალითად, 2004 წლის აპრილში მარტო №1 საპყრობილეში 43 ადამიანი შეიყვანეს ნაწამებ-დაზიანებული, მაშინ როცა ამავე თვეში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ინფორმაციით, მთელ სისტემაში 41-ია დაფიქსირებული.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ მთელი სისტემის მასშტაბით აღრიცხულ დაზიანებათა მაჩვენებელი ასეთია: 2004 წლის იანვარში _ 35 ფაქტია, თებერვალში - 43, მარტში - 51, აპრილში - 41, მაისში - 39, ივნისში - 44, ივლისში - 93, აგვისტოში - 20, სექტემბერში - 27 პატიმარი.

ახალი ამბები