ტელეკომპანია მზის საინფორმაციო სამსახური მუშაობას დროებით შეაჩერებს
თბილისი.04.07.05.მედიანიუსი. ტელეკომპანია „მზეში“ უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს არხი დაიხურა.
როგორც „მედიანიუსს“ ტელეკომპანიის წარმომადგენლებმა განუცხადეს, ერთ კვირაში დაიწყება არხის რეორგანიზაცია და შეიცვლება არხის კონცეფცია. ამ პერიოდში საინფორმაციო სამსახური დროებით შეაჩერებს მუშაობას. მისი საქმიანობა ახალი კონცეფციის ჩამოყალიბებისთანავე განახლდება.
ცნობისთვის: დღეს ტელეკომპანია „მზის“ საინფორმაციო გადაცემები ეთერში არ გასულა.