კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

”მედია-კლუბი” ჟურნალისტების უფლებების დარღვევაზე ალაპარაკდა

8 ივლისი, 2005

”მედია-კლუბი” ჟურნალისტების უფლებების დარღვევაზე ალაპარაკდა

თბილისი.07.07.05.მედიანიუსი. ”საქართველოს მედია-კლუბმა” ხელისუფლების‚ ევროსაბჭოს, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების სახელზე გაავრცელა მიმართვა, რომელშიც ხელისუფლების მხრიდან მედიის შეზღუდვაზეა საუბარი.

მედია-კლუბის წარმომადგენლები აცხადებენ‚ რომ ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ ხელისუფლებამ დეკლარირებულ სიტყვის თავისუფლებაზე უარი თქვა.

ტექსტს 62 ჟურნალისტი აწერს ხელს.

”თუ საზოგადოებისაგან სიტყვის თავისუფლების დაცვისთვის მხარდაჭერას არ ვიგრძნობთ‚ გაზეთების‚ რადიოსა და ტელეარხების დახურვა უმუშევრად დარჩენილი ჟურნალისტების პირადი ტრაგედიის გარდა‚ საზოგადოების ტრაგედიაც იქნება”‚ _ აცხადებს რადიო "თავისუფლების" თბილისის ბიუროს ხელმძღვანელი თამარ ჩიქოვანი.

ტელეკომპანია ”მზის” წარმომადგენლის‚ ჟურნალისტ ზვიად ქორიძის თქმით კი‚  ამ მიმართვის ტექსტით ჟურნალისტები რისკავენ‚ მაგრამ ეს იქნება შეხსენება ხელისუფლებისთვის‚ რომ მედიისადმი ასეთი დამოკიდებულება სახელმწიფოსთვის დამღუპველია.

”ეს დამღუპველია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დემოკრატიული ინსტიტუტის‚ მედიის არსებობისთვის. ჩვენი მიმართვა მუქარა და დაშინება კი არა‚ ჩვეულებრივი დიდაქტიკური პროცესია”‚ _ აცხადებს ზვიად ქორიძე.

ახალი ამბები