კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოს მედია-კლუბის მიმართვა

11 ივლისი, 2005

საქართველოს მედია-კლუბი

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის
მონიტორინგის კომიტეტს;

საქართველოში აკრედიტებულ
დიპლომატიურ კორპუსს;

საქართველოში მოქმედ
საერთაშორისო ორგანიზაციებს;

ჟურნალისტთა უფლებების დამცველ
საერთაშორისო ორგანიზაციებს;
 
საქართველოს ხელისუფლებას;


ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოს ახალი ხელისუფლების მიერ დეკლარირებული პრინციპები სიტყვისა და აზრის თავისუფლების შესახებ, სამწუხაროდ, მხოლოდ რევოლუციის ლოზუნგად დარჩა. წელიწადნახევრის წინ სწორედ მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მხარდაჭერამ მნიშვნელოვნად განაპირობა ნაციონალური მოძრაობის ქვეყნის სათავეში მოსვლა. მედიის დიდ ნაწილს მაშინ გვეგონა, რომ ახალი ხელისუფლება მხარს დაუჭერდა ძლიერი და თავისუფალი მედიის არსებობას და მისი მომავალი განვითარებისა თუ ხელშეუხებლობის მიზნით, მნიშვნელოვან საკანონმდებლო ბაზასაც შექმნიდა. გვეგონა, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები მუდმივად და ხაზგასმულად იქნებოდა მიმართული თავისუფალი სიტყვისა და მედიის საშუალებების დაცვისაკენ. დემოკრატია ხომ სწორედ სიტყვის თავისუფლებასა და აზრთა პლურალიზმს უნდა ეფუძნებოდეს. შესაბამისად, ვფიქრობდით, რომ ხელისუფლების ქმედებები მედიის საშუალებებისთვის დამოუკიდებლობის გარანტიების განმტკიცებისკენ იქნებოდა მიმართული. მოხდა კი პირიქით: „ვარდების ხელისუფლებამ“ პირველივე დღეებიდან დაიწყო შეტევა მასობრივ საინფორმაციო საშუალებებზე. ამის საილუსტრაციოდ მაშინდელ პრემიერ-მინისტრს, ზურაბ ჟვანიასა და „თავისუფალ გაზეთს“ შორის მიმდინარე რამდენიმეთვიანი სასამართლო დავაც გამოდგება. წელიწადნახევრის განმავლობაში ხელისუფლების მხრიდან მედია-საშუალებებზე ზეწოლის მოწმე არაერთხელ გავხდით _ ქართული საინფორმაციო სივრციდან გაუჩინარდა რამდენიმე გაზეთი და ტელეკომპანია (ტელეკომპანია „იბერია“, გაზეთი „ახალი ეპოქა“, „დილის გაზეთი“, „მთავარი გაზეთი“, ჟურნალი „ომეგა“, საინფორმაციო სააგენტო „ინტერ-პრესი“), დაიხურა წამყვანი ანალიტიკური გადაცემები („ღამის კურიერი“, „ღამის მზერა“, „60 წუთი“, „რა ხდება“, „ტაიმაუტი“, „ცაიტნოტი“), დღემდე ეთერიდან იხსნება ხელისუფლების ამა თუ იმ წარმომადგენლისთვის მიუღებელი სიუჟეტები.
ბრიფინგებსა და ოფიციალურ შეხვედრებზე არ ასწრებენ, მათი თქმით, დაბალრეიტინგულ ტელეკომპანიებს, იგნორირებას უწევენ გაზეთების, რადიოებისა თუ საინფორმაციო საშუალებათა წარმომადგენლებს, რომლებიც მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში ხვდებიან ქვეყნის პირველი პირების პრესკონფერენციებზე.

სერიოზული პრობლემები აქვთ რეგიონებში მოქმედ მედია-საშუალებებსაც, რომელთა ჟურნალისტებიც ადგილობრივი მმართველობისა თუ თვითმმართველობის წარმომადგენელთა მხრიდან ზეწოლის მსხვერპლნი ხშირად ხდებიან. ამ მხრივ, მძიმე ვითარებაა შექმნილი შიდა ქართლში, კახეთში, იმერეთსა და აჭარაში.

ცოტა ხნის წინ საქართველოს პრეზიდენტის სიტყვიერი განკარგულების საფუძველზე სახელმწიფო დაწესებულებებში ქართული ჟურნალ-გაზეთების გამოწერა აიკრძალა. ოფიციალური ვერსიით, სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრებს უფრთხილდება, ჩინოვნიკები ხომ თურმე, გაზეთებს არ კითხულობენ.

გასულ კვირას კი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მედიის წინააღმდეგ გალაშქრებამ საშიშ ზღვარს მიაღწია. მათი განრისხების მიზეზი გახდა რუსთაველის გამზირზე 30 ივნისს განვითარებული მოვლენები, რომელსაც ყველა ტელეკომპანია პირდაპირ ეთერში გადასცემდა. იმ ღამეს სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებმა ჩვენს კოლეგებს _ ირაკლი გედენიძეს, ზვიად ნიკოლაიშვილსა და ნატო მახვილაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ფოტოაპარატის წართმევით დაემუქრნენ ფოტოჟურნალისტ გია აბდალაძეს. ხოლო მოგვიანებით, სატელევიზიო ეთერებიდან ჟურნალისტებმა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთა უსაფუძვლო კრიტიკა და საყვედური დავიმსახურეთ. ისინი მრავალათასიანი მაყურებლის წინაშე თითის დაქნევასა და მუქარასაც არ მორიდებიან.

ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად აცხადებენ, რომ, თურმე, მედია თვითცენზურას განიცდის და ამით ცდილობენ, დაფარონ საკუთარი სურვილი _ აკონტროლონ ყველა და ყველაფერი ქართულ მედია-სივრცეში. მათ მიერ გაკეთებული განცხადებები იყო პირდაპირი და დაუფარავი მცდელობა მედიაზე ცენზურის დამყარებისა. შესაბამისად, საუბარი ჟურნალისტთა თვითცენზურაზე მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების მიერ გამოგონილი მითია იმისათვის, რათა დაფაროს საკუთარი დამოკიდებულება მედიასთან დაკავშირებით, ხოლო საზოგადოებას გაუღვივოს უნდობლობა თითოეული ჩვენგანის მიმართ. 

ჩვენ, საქართველოში მოქმედი ჟურნალისტები, ღიად ვაცხადებთ, რომ ხელისუფლება ცდილობს, ჩაერიოს და გააკონტროლოს ჩვენი საქმიანობა. აგვიკრძალოს მისთვის არასასურველი ინფორმაციის სატელევიზიო ეთერსა თუ საგაზეთო ფურცლებზე მოხვედრა, პრობლემები შეგვიქმნას ინფორმაციის მოპოვებასა და შემდგომ მის გავრცელებაში. განახორციელოს სადამსჯელო ღონისძიებები იმ მედია-საშუალებათა წინააღმდეგ, რომელთა ინფორმაციები, ანალიტიკური გადაცემები თუ თოქ-შოუებიც არ მოეწონება. ამის თვალნათელი დადასტურებაა ბოლო დღეებში ტელეკომპანია „მზის“ გარშემო განვითარებული მოვლენები და გავრცელებული ინფორმაცია მისი დახურვის შესახებ.
  
დღევანდელ საქართველოში მედია-საშუალებებზე ზეწოლა და მათ საქმიანობაში უხეში ჩარევის მცდელობა მზარდი დემოკრატიული სახელმწიფოსთვის განვითარების საუკეთესო ინდიკატორად ნამდვილად არ გამოდგება. ამიტომაც მოვუწოდებთ ხელისუფლებას, თავი შეიკავონ დამოუკიდებელი მედიის საქმიანობაში ჩარევისა და იმ უპასუხისმგებლო განცხადებებისგან, რომელსაც მმართველი პარტიის ხელმძღვანელები ჩვენი მისამართით აკეთებენ.

მოვუწოდებთ, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ წარმომადგენლებს, აქტიურად ჩაერთვნენ საქართველოს ხელისუფლებისა და მედიის ურთიერთობებში და სისტემატურად აწარმოონ მონიტორინგი ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების კუთხით არსებულ სერიოზულ პრობლემებთან დაკავშირებით.

საქართველოში მოქმედ არც ერთ ჟურნალისტს არასოდეს დაგვიკარგავს ობიექტურობის გრძნობა და პროფესიული ღირსება. ამის დადასტურებაა ის ფაქტიც, რომ, ხელისუფლების არაერთი მცდელობის მიუხედავად, ქართულ საინფორმაციო სივრცეში მაინც არსებობს მაღალრეიტინგული ანალიტიკური გადაცემები, საინფორმაციო გამოშვებები, თოქ-შოუები. საზოგადოების სერიოზული ნდობით სარგებლობს ქართული პრესა, რომელიც, დიდი წინააღმდეგობების მიუხედავად, ობიექტურობის მაღალ ხარისხს ინარჩუნებს. არსებობს ჟურნალისტთა უზარმაზარი კორპუსი, რომელიც არასოდეს დაუშვებს დამოუკიდებელი მედიის ღირსების შელახვას და საკუთარი უფლებების დასაცავად ბოლომდე იბრძოლებს!


1. მაგდა პოპიაშვილი _ ჟურნალისტი, საქართველოს მედია-კლუბი
2. ხათუნა ყვირალაშვილი _ საქართველოს მედია-კლუბი
3. ირაკლი იმნაიშვილი _ ჟურნალისტი, „არჩევანის ზღვარზე“
4. თამარ კაციტაძე _ გაზეთი „24 საათი“
5. ხათუნა ჯანგირაშვილი _ გაზეთი “24 საათი“
6. სოფო ბუკია _ გაზეთი „24 საათი“
7. ინგა ალავიძე _ გაზეთი „24 საათი“
8. სოფო ჩხაიძე _ გაზეთი „24 საათი“
9. ნინო გომართელი _ გაზეთი „24 საათი“
10. მაია ურუშაძე _ გაზეთი „24 საათი“
11. დათო ნინიკაშვილი _ გაზეთი „24 საათი“
12. ზვიად ქორიძე _ ჟურნალისტი
13. მარიკა ბოჭორიძე _ საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“
14. თამარ შოშიაშვილი _ საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“
15. დავით ბაკურაძე _ საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“
16. ნათია ინაური _ საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“
17. რუსიკო გიგაშვილი _ გაზეთი „ახალი ვერსია“
18. ნინო ხარაძე _ გაზეთი „ახალი ვერსია“
19. მალხაზ რამიშვილი _ გაზეთი „ახალი ვერსია“
20. ეკა წამალაშვილი _ რადიო „თავისუფლება“
21. თამარ ჩიქოვანი _ რადიო „თავისუფლება“
22. ნინო როდონაია _ რადიო „თავისუფლება“
23. ნონა მჭედლიშვილი _ რადიო „თავისუფლება“
24. გოჩა ლეჟავა _ რადიო „თავისუფლება“
25. კახა მჭედლიძე _ რადიო „თავისუფლება“
26. ნონა ყანდიაშვილი _ რადიო „იმედი“
27. ეკა ვეფხვაძე _ რადიო „იმედი“
28. ეკა იმედაძე _ რადიო „იმედი“
29. სოფო ხუციშვილი _ რადიო „იმედი“
30. მიშა ფეიქრიშვილი _ რადიო „იმედი“
31. თეა შველიძე _ რადიო „იმედი“
32. ირმა სინაური _ რადიო „იმედი“
33. ნინო ცხვარაშვილი _ რადიო „იმედი“
34. მაია ფურცელაძე _ გაზეთი „კვირის ქრონიკა“
35. მანანა გიორგაძე _ ჟურნალი „კაპრიზი“
36. ქეთი ხატიაშვილი _ გაზეთი „ალია“
37. თამაზ ბესტავაშვილი _ გაზეთი „ალია“
38. ელისო ჩაფიძე _ გაზეთი „რეზონანსი“
39. ლაშა ტუღუში _ გაზეთი „რეზონანსი“
40. ქეთი ბერიკაშვილი _ გაზეთი „რეზონანსი“
41. თამთა ქარჩავა _ გაზეთი „რეზონანსი“
42. ეკა გულუა _ გაზეთი „რეზონანსი“
43. მანანა მჭედლიშვილი _ გაზეთი „რეზონანსი“
44. ნანა მამაგულიშვილი _ ჟურნალისტი
45. ია მამალაძე _ საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია, საქართველოს მედია-ცენტრი
46. გია სიხარულიძე _ გაზეთი „გურია-ნიუსი“
47. შალვა რამიშვილი _ ტელეკომპანია „202“
48. დავით კოხრეიძე _ ტელეკომპანია „202“
49. დავით აფხაზი _ ტელეკომპანია „202“
50. გოგა კოხრეიძე _ ტელეკომპანია „202“
51. რევაზ საყევარიშვილი _ ტელეკომპანია „იმედი“
52. ვახტანგ კომახიძე _ სტუდია „რეპორტიორი“
53. მაია ყვირალაშვილი _ ჟურნალისტი
54. ლია იაკობაშვილი _ გაზეთი „კვირის პალიტრა“
55. ზვიად ჩაკვეტაძე _ გაზეთი „კვირის პალიტრა“
56. მაგდა მაჭავარიანი _ საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“
57. ბაია ცანავა _ საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“
58. ნინო ჯანგირაშვილი _ ტელეკომპანია „კავკასია“
59. ირმა ებრალიძე _ რადიო „იმედი“
60. ნინო ჯაფარიძე _ გაზეთი „ახალი ვერსია“
61. მანანა იაშვილი _ ჟურნალისტი
62. ნინო გოგოლაძე _ ჟურნალისტი
63. ს. კიკვაძე _ ჟურნალისტი
64. მედეა წერეთელი _ საინფორმაციო სააგენტო „კავკას-პრესი“
65. ხათუნა კიღურაძე _ საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ-ნიუსი“
66. ეკა ქევანიშვილი _ ჟურნალისტი
67. გიორგი სანებლიძე _ ტელეკომპანია „მზე“
68. რუსიკო მაჩაიძე _ გაზეთი „რეზონანსი“
69. მაია მამულაშვილი _ გაზეთი „კახეთის ხმა“, მედია-ცენტრი „კახეთი“
70. ირინა ცინცაძე _ რეგიონალურ ტელემაუწყებელთა ასოციაცია
71. რევაზ ოქრუაშვილი _ გაზეთი „ხალხის გაზეთი“
72. მალხაზ გაგუა _ გაზეთი „რეზონანსი“
73. გიორგი გიორგაძე _ ანალიტიკური პროგრამა „საქმე“
74. დავით აქუბარდია _ ტელეკომპანია „კავკასია“
75. თამარ მელქაძე _ “The Georgian Times”
76. ალექსანდრე ელისაშვილი _ რადიო „თავისუფლება“

ახალი ამბები