10:27, Sunday, 19.05.2013
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ავტოკატასტროფაში დაღუპულის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა გზა გადაკეტეს

25.08.2005

ავტოკატასტროფაში დაღუპულის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა გზა გადაკეტეს

 

თბილისი.24.08.05.მედიანიუსი.  ბათუმი-სარფის საავტომობილო მაგისტრალზე რამდენიმე დღის წინათ ავტოკატასტროფაში დაღუპული 18 წლის მამუკა დუმბაძის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა 24 აგვისტოს გზა გადაკეტეს. ისინი მკვლელის დასჯამდე მიცვალებულის დაკრძალვაზე უარს აცხადებენ.

 

რამდენიმე დღის წინათ გონიოს საავტომობილო გზაზე უცხოური მარკის ავტომანქანა ფეხით მოსიარულე მამუკა დუმბაძეს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ავტომანქანის მძღოლი მიიმალა.

 

დაღუპულის ნათესავები საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ. სამართალდამცავები აცხადებენ, რომ საქმე უახლოეს მომავალში გაიხსნება.

 

18 წლის მამუკა დუმბაძეს, კვარიათში გამართული კონცერტის დასრულების შემდეგ სახლში მიმავალს, სარფიდან მომავალი ავტომანქანა დაეჯახა.

 

 

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები


ბლოგი

ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
2005 წელს ამერიკელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ სატელევიზიო პოლიტიკურ რეკლამებს ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე მხოლოდ ხანმოკლე (ასე - ორკვირიანი), ზეგავლენის მოხდენა შეუძლია.
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
არქივი

რედაქტორის აზრი

ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ადამიანის უფლებათა ცენტრი იწყებს ახალი პროექტის განხორციელებას, რომლის ფარგლებშიც, ცენტრის იურისტები და ჟურნალისტები ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს მონიტორინგს გაუწევენ. 
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
არქივი
    
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?
უნდა გაეთავისუფლებინათ არ უნდა გაეთავისუფლებინათ მხოლოდ ნაწილი უნდა გაეთავისუფლებინათ მიჭირს პასუხის გაცემა


თემები

კატეგორიები
Copyright © 2004 - 2013 HRIDC