ამერიკის საელჩოს თანამშრომელი იზოლატორიდან ხელწერილით გაუშვეს
თბილისი.08.09.05.მედიანიუსი. კასპის რაიონის სოფელ აღაიანთან მომხდარი ავტოსგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. „ტოიოტა ლენდკრუიზერი“, რომელსაც საქართველოში აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი ჩარლზ იულიამ თრიუსლერი მართავდა, ფეხით მოსიარულე მამუკა გობეჯიშვილი დაეჯახა, რომელიც ადგილზე დაიღუპა.
ავტომანქანის მძღოლი პოლიციამ დააკავა და გორის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანა, თუმცა მოგვიანებით ის ხელწერილით გაათავისუფლეს.
მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
ეჭვმიტანილს დიპლომატიური იმუნიტეტი არ იცავს, რადგან ის საელჩოს კონტრაქტორი თანამშრომელია.