რუსეთის სამშვიდობოების საგუშაგოსთან 70 წლის მოხუცს სცემეს
ზუგდიდი.19.09.05.მედიანიუსი. ზუგდიდის მკვიდრი, 70 წლის სოკრატ ფაცია დაუდგენელმა პირებმა სასტიკად სცემეს. მას ფიზიკური შეურაცხყოფა ენგურის ხიდზე რუსეთის სამშვიდობო ძალების საგუშაგოს მახლობლად მიაყენეს.
ფაცია საკუთარი ურმით გალიდან ზუგდიდისკენ მიემართებოდა‚ როცა მას სამი შეიარაღებული პირი თავს დაესხა. ყაჩაღები ფაციასგან ფულს ითხოვდნენ.
დაზარალებულს დახმარება აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა გაუწიეს.