კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შოთა კოპაძეს ადვოკატი პროკურატურაში უჩივის

27 ოქტომბერი, 2005

შოთა კოპაძეს ადვოკატი პროკურატურაში უჩივის

თბილისი.26.10.05.მედიანიუსი. კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს შოთა კოპაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ამ ცენტრის ადვოკატისთვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვაში ადანაშაულებს.

როგორც ცენტრის ადვოკატმა ალექსი შოშიკელაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 20 ოქტომბერს ცენტრს მოქალაქე გულო ოთარაშვილმა მიმართა. მისი განცხადებით, მისი შვილები დავით და ვალერი ოთარაშვილები ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან.

პატიმრების მოსანახულებლად შოშიკელაშვილმა საავადმყოფოში 25 ოქტომბერს მივიდა, თუმცა ისინი იქ არ აღმოჩნდნენ. როგორც გაირკვა პატიმრები თბილისის პირველ საპყრობილეში ე.წ. "კრიტში" გადაიყვანეს. შოშიკელაშვილის თქმით, "კრიტში" პატიმარი მას შემდეგ გადაჰყავთ, რაც მას სასამართლო სასჯელს შეუფარდებს, ხოლო ოთარაშვილის განცხადებით კი, მისი შვილებისთვის სასამართლოს საბოლოო განაჩენი გამოტანილი არ ჰქონია.

შოშიკელაშვილმა პატიმრების სანახავად პირველ საპყრობილეში შესვლა სცადა და საშვთა ბიუროს პირადობის მოწმობა და ადვოკატის ორდერი წარუდგინა, რაც მას მისი დაცვის ქვეშ მყოფთა ნახვის უფლებას ანიჭებს, თუმცა საპყრობილეში შესვლის მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.

"მოულოდნელად საპყრობილის კარებში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე შოთა კოპაძე გამოჩნდა. კოპაძეს ჩემი იქ მისვლის მიზეზი ავუხსენი და საკითხში გარკვევა და პატიმრების მონახულებაში დახმარებაში ვთხოვე. ამ თხოვნას კოპაძისგან პასუხად უცენზურო სიტყვები მოჰყვა, როცა მას წესრიგისკენ მოვუწოდე, იგი უფრო გაღიზიანდა და თანამშრომლებს შენობაში ჩემი "შეთრევა" უბრძანა", - ამბობს ალექსი შოშიკელაშვილი.

საპყრობილის შენობიდან ადვოკატის გათავისუფლება მისი თანამშრომლებისა და სახალხო დამცველის ოფისის ჩარევის შემდეგ 40-45 წუთში მოხდა.

ალექსი შოშიკელაშვილი დღეს განცხადებით მიმართავს გენერალურ პროკურატურასა და იუსტიციის სამინისტროს, სადაც იგი შოთა კოპაძის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებასა და გუშინდელი ფაქტის გამოძიებას ითხოვს.

 

ახალი ამბები