კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გაზეთ „იმედის“ რედაქტორი საკუთარი უფლებებისათვის იბრძვის

24 ნოემბერი, 2005

გაზეთ „იმედის“ რედაქტორი საკუთარი უფლებებისათვის იბრძვის

დღეს ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრში გაიმართა პრესკონფერენცია თემაზე “ტერორი გაზეთ “იმედის” მთავარ რედაქტორზე გრძელდება”. ამა წლის 22 ნოემბერს 22:35 სთ-ზე კახეთის რეგიონალური გაზეთ “იმედის” მთავარი რედაქტორის გელა მთივლიშვლის ბინაში დაუდგენემა პირებმა ხელყუმბარა შეაგდეს. აფეთქების შედეგად დაზიანდა მთივლიშვილის საცხოვრებელი სახლი. შენობაში შემთხვევით არ ყოფნის გამო უვნებლად გადარჩნენ მთივლიშვილი და მისი ოჯახის წევრები.

აღნიშული ფაქტი გაგრძელებაა მთივლიშვილზე და “იმედის” სხვა თანამშრომლებზე მომხდარი თავდასხმებისა და ტერორისა, რომელიც სათავეს წლის დასაწყისიდან იღებს. მიუხედავად ამისა, ეს ფაქტები დღემდე გამოუძიებელი რჩება. გელა მთივლიშვილი მის და მისი გაზეთის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმებში რეგიონალური თვითმმართველობის ორგანოს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ეს ფაქტები მისი გაზეთის დახურვისკენ არის მიმართული. 
 
პრესკონფერენციას თავად დაზარალებული გელა მთივლიშვილი, ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი უჩა ნანუაშვილი და ცენტრის ადვოკატი გიგა გიორგაძე უძღვებოდნენ. უჩა ნანუაშვილის სიტყვებით, ადგილობრივი და ცენტრალური მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან თავისუფალ ჟურნალისტებზე ზეწოლა „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ განსაკუთრებით გააქტიურდა. ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრი მომხდარი ფაქტების გამოძიებასა და ჭეშმარიტების დადგენას ითხოვს.

ახალი ამბები