კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჟურნალისტები საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ

17 იანვარი, 2006

ჟურნალისტები საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ

გამომცემლობა „სამშობლოს“ ადმინისტრაციულ შენობაში  მომუშავე ათობით გაზეთისა და  ჟურნალის რედაქცია, ამავე შენობაში  განთავსებული სხვა  საინფორმაციო საშუალებების ჟურნალისტები საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ 17 იანვარს თბილისის ცენტრში, გამომცემლობა „სამშობლოს“ წინ.
გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ მთავარი რედაქტორის რუსლან რუსიას განცხადებით, ჟურნალისტები „სამშობლოს“ ადმინისტრაციული შენობის აუქციონის წესით გაყიდვას ეწინააღმდეგებიან.


„ეკონომიკური განვითარების სამინისტროსგან ჩვენს მიერ არაერთხელ დაყენებული პირობების გათვალისწინებას ვითხოვთ, კერძოდ, რედაქციებისთვის, მათ მიერ   „სამშობლოს“ ადმინისტრაციულ შენობაში  იჯარით აღებული ოფისების პირდაპირი წესით მიყიდვას“,-განაცხადა რუსლან რუსიამ.
გამომცემლობა  „სამშობლოს“  აუქციონი   3 მარტს გაიმართება. მისი საწყისი ფასი   20 მლნ აშშ დოლარია.

media.ge

ახალი ამბები