21:50, Sunday, 19.05.2013
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ბათუმში პატრულმა მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

15.02.2006

ბათუმში პატრულმა მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

12 თებერვალს დაახლოებით დღის 5 სააათისათვის პატრულის თანამშრომლებმა ჯემალ ბარამიძე მახინჯაურის გზაზე მას შემდეგ გააჩერეს, რაც მან საპატრულო პოლიციის მანქანას გაუსწრო. მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. თუმცა, ოქმის შედგენისა და ჯარიმის დაკისრების ნაცვლად, პოლიციელმა მამუკა ჯინჭარაძემ ბარამიძე სასტიკად სცემა.

„ჩემს თავზე გადახტომას, ჩემს ძმასაც არ ვაპატიებო, - მითხრა. ძალიან ნელა მიდიოდა და გავუსწარი, მაგრამ სიჩქარეს არ გადამიჭარბებია, 60 კმ/სთ-ით მივდიოდი. გაფრთხილებისთანავე გავაჩერე მანქანა. უწმაწური სიტყვებით მომმართა. შემდეგ ფიზიკურ შეურაცხყოფაზე გადავიდა - სახეში მუშტი დამარტყა, ძირს დამაგდო“,- აცხადებს ბარამიძე და ამატებს, რომ დავარდნისას თავი ქვებს დაარტყა და შუბლიდან სისხლი წამოუვიდა.

„ხელებზე ბორკილები დამადო და ფეხებით დამიწყო ცემა. კეფაში მირტყამდა იარაღს და თან მემუქრებოდა - გაჩერდი თორემ გესვრიო. ქვიშითა და სილით პირი გამევსო“, - იხსენებს დაშავებული ბარამიძე.

პატრულის მეორე თანამშრომელი და ჯემალ ბარამიძის მგზავრი სიტუაციის განმუხტვას ცდილობდნენ. თუმცა, ბარამიძე მძიმედ დაშავდა. მას შუბლის არეში ჭრილობებზე 7 ნაკერი დაადეს, დაზიანება აქვს გულ-მკერდის არეშიც. ექიმების განცხადებით, ბარამიძეს წოლითი რეჟიმი ესაჭიროება.

დაზარალებულ ჯემალ ბარამიძის მიმართ პროკურატურამ დაუმორჩილებლობის მუხლით საქმე აღძრა. მიუხედავად ბარამიძის ფიზიკური მდგომარეობისა, ის ორი დღის განმავლობაში, სარჩელის შეფარდებამდე შინაგან საქმეთა სამმართველოს კამერაში გააჩერეს. ამ დროის მანძილზე მას მკურნალობა არ ჩატარებია. ამჟამად ბარამიძე თავდებითაა გამოშვებული.

მაკა მალაყმაძე ბათუმიდან

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები


ბლოგი

ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
2005 წელს ამერიკელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ სატელევიზიო პოლიტიკურ რეკლამებს ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე მხოლოდ ხანმოკლე (ასე - ორკვირიანი), ზეგავლენის მოხდენა შეუძლია.
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
არქივი

რედაქტორის აზრი

ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ადამიანის უფლებათა ცენტრი იწყებს ახალი პროექტის განხორციელებას, რომლის ფარგლებშიც, ცენტრის იურისტები და ჟურნალისტები ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს მონიტორინგს გაუწევენ. 
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
არქივი
    
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?
უნდა გაეთავისუფლებინათ არ უნდა გაეთავისუფლებინათ მხოლოდ ნაწილი უნდა გაეთავისუფლებინათ მიჭირს პასუხის გაცემა


თემები

კატეგორიები
Copyright © 2004 - 2013 HRIDC