კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დაჭრილი ჟურნალისტი ბეჭვდითი მედიის შევიწროვებაზე საუბრობს

20 თებერვალი, 2006

დაჭრილი ჟურნალისტი ბეჭვდითი მედიის შევიწროვებაზე საუბრობს

ჟურნალისტი მაყვალა ბერიანიძე, 13 თებერვალს ცეცლსასროლი იარაღიდან მის დაჭრას პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს.

„ყველაფერი ეტაპობრივად მიდის, ხურავენ საგაზეთო ჯიხურებს ... ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე აშკარაა, რომ ბეჭვდითი მედიის გარშემო რაღაც ხდება, მეტი რა შეიძლება იფიქროს ადამიანმა“, ამბობს მაყვალა ბერიანიძე გაზეთ „რეზონანსისთვის“  მიცემულ ინტერვიუში, რომელიც 16 თებერვალს გამოქვეყნდა.

ჟურნალისტის ინფორმაციით, ბოლო დროს იგი რამდენიმე აქტუალურ თემაზე წერდა. „რომელმა სტატიამ აღაშფოთა და ვინ აღშფოთდა ნამდვილად ვერ გეტყვით, რადგან ბოლო პერიოდში რამდენიმე თემაზე ვმუშაობდი. მქონდა  წერილები  გამომცემლობა „სამშობლოს“ გაყიდვასთან დაკავშირებით, სადაც იყო საკითხები თუ როგორ შეიძლება გადავარჩინოთ ის გაყიდვას, ასევე მქონდა სტატია, თუ როგორ მოხდა „ვარდების რევოლუცია“, აცხადებს ჟურნალისტი.

ამავე ინტერვიუდან ცნობილი ხდება, რომ ბერიანიძის დაჭრიდან მეორე დღეს, ჟურნალისტის მეუღლე, პოლიციის პოლკოვნიკი მალხაზ მერმანიშვილი  პოლიციის აკადემიიდან  დაითხოვეს, ისე რომ მიზეზი  არ უთქვამთ.

ბერიანიძე საკუთარ სახლის სადარბაზოში დაჭრეს მარჯვენა ფეხში. პოლიციის ვერსიით  ჟურნალისტი ასხლეტილი ტყვიის შედეგად დაიჭრა.

მაყვალა ნებიერიძე, პერიოდულად სხვადასხვა გაზეთებში კრიტიკულ სტატიებს აქვეყნებს. მან „ვარდების რევოლუციამდე“ პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის პოლიტიკური მოღვაწეობის შესახებ  წიგნიც გამოსცა.

http://media.ge/news_detailed.php?id_numb=446

ახალი ამბები