„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ სეზონის საუკეთესო საგამოძიებო სტატია გამოავლინა
დღეს, სასტუმრო „ვარაზში“ გამართულ საზეიმო დაჯილდოებაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ სეზონის საუკეთესო საგამოძიებო სტატიის ავტორი დააჯილდოვა. ფულადი პრემია და სერტიფიკატი საუკეთესო ნაშრომისათვის „რეზონანსის“ კორესპონდენტ ეკა გულუას გადაეცა. სტატია სახელწოდებით „ყოფილი გამგებელი გუბერნატორს და დეპუტატს დევნაში ადანაშაულებს“ გაზეთ „მთელ კვირაში“ გამოქვეყნდა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ საუკეთესო სტატიების გამოვლენას სეზონურად ახდენს. შემდეგ კონკურსში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ ჟურნალისტები, რომელთაც 1 მარტიდან 31 მაისამდე ექნებათ გამოქვეყნებული სტატიები კორუფციის თემაზე.