კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პროფესიული კავშირების გაერთიანებისთვის შრომის კოდექსის პროექტი მიუღებელია

19 აპრილი, 2006

პროფესიული კავშირების გაერთიანებისთვის შრომის კოდექსის პროექტი მიუღებელია

თბილისი.19.04.06.მედიანიუსი. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება დღეს შრომის ახალ კოდექსის პროექტს განიხილავს. „მრგვალ მაგიდაში“ მონაწილეობას საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები და საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები მიიღებენ.

პროფკავშირების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ შრომის ახალი კოდექსი, რომელსაც საქართველოს პარლამენტი ამჟამად განიხილავს, არღვევს საწარმოო ძალებს შორის ბალანსს, უგულებელყოფს სოციალურ პარტნიორობის მნიშვნელობას და ზღუდავს დასაქმებულთათვის ევროპის სოციალური ქარტიით მინიჭებული სამოქალაქო-შრომითი უფლებების განხორციელებას.

„ის ფაქტი, რომ კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილება არ მიუღიათ არც სოციალურ პარტნიორებს, მათ შორის დამსაქმებელთა ასოციაციას და პროფესიულ კავშირებს, არც საზოგადოების სხვა ინტერესჯგუფებს, გვაძლევს შრომის კოდექსის აღნიშნულ ვარიანტში რადიკალური ცვლილებების შეტანის მოთხოვნის საფუძველს“, - ნათქვამია პროფკავშირების განცხადებაში.

ახალი ამბები