კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საბავშვო ბაღში მცხოვრები დევნილები გაუსაძლის საცხოვრებელ პირობებს აპროტესტებენ

19 მაისი, 2006

საბავშვო ბაღში მცხოვრები დევნილები გაუსაძლის საცხოვრებელ პირობებს აპროტესტებენ

 
საცხოვრებელი პირობების ელემენტარულთან მიახლოების მოთხოვნით გუშინ ზუგდიდის პირველი საბავშვო ბაღის კომპაქტურ დასახლებაში განთავსებულმა დევნილებმა თავისუფლების ქუჩა გადაკეტეს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მათი მოთხოვნების შესრულება მოსთხოვეს. დევნილების განცხადებით, ცამეტი წელია ისინი ყოვლად გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ; ჩასახლებაში მცხოვრებ ას ორმოცდაათზე მეტ დევნილს არა აქვს სასმელი წყალი. წყალგაყვანილობა და საკანალიზაციო სისტემა შენობაში მთლიანად მოშლილია და ანტისანიტარიის გამო ინფექციური დაავადებებია მომრავლებული.

ანჟელა ხუხუა (დევნილი): „არაფერს ვამბობთ იმ საშინელ ოთახებზე, რომელშიც პირადად ჩემი ოჯახის სამ ინვალიდსა და ორ ბავშვს უხდება ცხოვრება. საბავშვო ბაღის პირველ სართულზე ვცხოვრობთ. სარეცხი ვერ გამირეცხავს და ხელ-პირის დაბანისა მეშინია, წყალი რომ გამითავდეს და დღის განმავლობაში უკვე მერამდენედ მექნეს მოსატანი ვედროებით ასი მეტრი სიშორიდან. შეიძლება ამდენი წელი ერთი და იგივე პრობლემა მოუგვარებელი რჩებოდეს? მიკვირს ბაღის ბავშვების მშობლები რატომ არ საუბრობენ იმ ფაქტებზე, მათი შვილები რომ რამდენჯერმე წყალმა მოწამლა!“
 
დევნილების განცხადებით, მათ არაერთხელ მიმართეს ზუგდიდში დევნილობაში მყოფ გალის გამგეობას, ზუგდიდის რაიონის გამგეობის შესაბამის სამსახურს, სანიტარული ზედამხედველობის სამსახურსა და სხვა სტრუქტურებს, მაგრამ ვერანაირ ყურადღებას ვერ მიაღწიეს.

რუსლანი -დევნილი: „ყველა სამსახური აცხადებდა, რომ შენობა ავარიულია და ვერაფერს გავაკეთებთო. თუ ასეთია შენობა, ჩვენ რატომ გვაცხოვრებენ იქ და ან ბაღი რატომ ფუნქციონირებს?“

აქციის მონაწილეები ერთ საათში ისე დაიშალნენ, რომ მათთან ოფიციალური სტრუქტურის არცერთი წარმომადგენელი არ მისულა.
 
ხელისუფლების უყურადღებობითა და დაუდევრობით აღშფოთებული დევნილები აცხადებენ, რომ რადგან ხელისუფლება გზის გადაკეტვამ ვერ გამოაფხიზლა, პროტესტის სხვა ფორმების ძიება მოუწევთ.

მაია ღუბელაძე ზუგდიდიდან

ახალი ამბები