კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მიმართვა საერთაშორისო თანამეგობრობას

4 ივლისი, 2006

მიმართვა საერთაშორისო თანამეგობრობას

2006 წლის 29 ივნისს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, არასამთავრობო ორგანიზაცია ‘თანასწორობის ინსტიტუტის’ ხუთ წევრს, ქართველ პოეტსა და საზოგადო მოღვაწე ირაკლი კაკაბაძეს, პოეტ ზურაბ რთველიაშვილს, ეკოლოგ ლაშა ჩხარტიშვილსა და სტუდენტებს ჯაბა ჯიშკარიანსა და დავით დალაქიშვილს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 208 მუხლის შეფარდებით თავისუფლება 30 დღით აღეკვეთათ. 

საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია „სამოქალაქო საზოგადოება - დემოკრატიული საქართველოსათვის“ შეშფოთებას გამოთქვამს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ და ყურადღებას ამახვილებს შემდეგ ფაქტებზე:

  • დაკავებულები საჯაროდ გამოთქვამდნენ საკუთარ მოსაზრებას საქართველოში არსებული პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ და სააპელაციო სასამართლოსაგან, მათი შეფასებით,  პოლიტპატიმრების შალვა რამიშვილისა და დავით კოხრეიძის გათავისუფლებას მოითხოვდნენ. ისინი მოქმედებდნენ საქართველოს კონსტიტუციის 19 მუხლის მიხედვით, რომელიც ითვალისწინებს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას. პროტესტის მონაწილეები ვერ შეუშლიდნენ ხელს სასამართლოს მიმდინარეობას, რადგან ისინი ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, პირველივე ფრაზის დაკავებისთანავე დააკავეს.
  • დაკავებულები პროტესტს სასამართლოს შენობის გარეთ გამოთქვამდნენ. სააპელაციო სასამართლომ კი მათ 208 მუხლი შეუფარდა, რომელიც სასამართლოს შენობაში წესრიგის დარღვევას ითვალისწინებს.
  • სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის მიერ გამოტანილი განაჩენი პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციასა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კონვენციას. მოსამართლემ გადაწყვეტილება საქმის მოსმენის გარეშე მიიღო.
  • უფრო მეტიც, ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ კრიმინალური ზომები, რომელიც ადამიანის უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს ეხება ინტერპრეტირებული და განხილული უნდა იყოს ძალიან ფრთხილად, რადგან არასწორმა მიდგომამ შეიძლება კაკნოდარღვევამდე მიგვიყვანოს. სამწუხაროდ, მოსამართლეს გადაწყვეტილების პროცესში ეს ნიუანსი არ გაუთვალისწინებია.
  • გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ დაკავებული ირაკლი კაკაბაძე დიაბეტიკია. მისმა ყოფნამ რთულ პირობებში, სპეციალური მოვლის გარეშე შეიძლება ფატალური შედეგიც კი გამოიწვიოს.

არასამთავრობოთა კოალიცია „სამოქალაქო საზოგადოება - დემოკრატიული საქართველოსათვის“ ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში შექმნილი მძიმე რეპრესიული მდგომარეობით, რომელსაც სამართალდამცავები ჩვეულებრივი მოქალაქეების ჭინააღმდეგ იყენებენ. კოალიცია ზემოთხსენებულ პატიმრებს სინდისის პატიმრებს უწოდებს, რომელთაც თავისუფლება საკუთარი აზრის გამოთქმის გამო შეელახათ.

არასამთავრობოთა კოალიცია „სამოქალაქო საზოგადოება - დემოკრატიული საქართველოსათვის“ სინდისის პატიმრების გათავისუფლების თხოვნით საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს. ჩვენ აქვე მოგიწოდებთ მიმართოთ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჯორჯ ბუშს, რათა მან ეს საკითხო საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის დროს განიხილოს, რათა პატიმრების გათავისუფლებისათვის სასწრაფო ზომები იქნას მიღებული.

არასამთავრობო როგანიზაციათა კოალიცია „სამოქალაქო საზოგადოება - დემოკრატიული საქართველოსათვის“. (297 ორგანიზაცია)

ახალი ამბები