კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სროლები შამგონაში

12 სექტემბერი, 2006

12 სექტემბერს, თითქმის 15 წუთის განმავლობაში ისმოდა სროლის ხმა ზუგდიდის რაიონის სოფელ შამგონის უშუალო სიახლოვეს. შამგონა ესზღვრება გალის რაიონის სოფლებს- სიდასა და თაგილონს. მათ მხოლოდ მდინარე ენგური ჰყოფს. ამ სოფელში სროლები არ არის უცხო ხილი, აფხაზი „ბოევიკების“ მხრიდან ხშირად ხდებოდა სოფლის მაცხოვრებელთა აწიოკება. იყო შემთხვევები, როცა აფხაზთა სამიზნე კონკრეტული ოჯახი ხდებოდა, მაგალითად გაბუნიების ოჯახი.

ამჯერად შამგონის მიმართულებით სროლების საბაბი აღმოჩნდნენ დაბალი ზონის ქართული მოსახლეობის ის ნაწილი, რომელმაც გაბედა და ენგურს გამოღმა, ანუ ზუგდიდის რაიონის მიმართულებით სცადა თხილის გადმოტანა.
 
როგორც თვითმხილველები ამბობენ, აფხაზმა ე.წ. მილიციელებმა შენიშნეს ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც ცხენითა და ოთხთვალით, ურიკებით, უბრალოდ ტომრებით მოჰქონდა თხილი. აფხაზებმა ჰაერში გამაფრთხილებელი სროლა დაიწყეს, თუმცა ხალხი არ დაემორჩილა და უკვე ვინ სირბილით გააგრძელა გზა, ვინ დაყარა სიმწრით შეგროვებული მოსავალი. შამგონის ფონზე, რომელსაც ნაფატის ფონს ეძახიან, ათიოდე ადამიანმა გამოაღწია. აფხაზები მათ მდინარემდე გამოედევნენ და ჰაერში სროლას კიდევ რამდენიმე წუთის განმავლობაში აგრძელებდნენ. სროლას თან ერთვოდა მუქარაც- ვიცით ვინც ხართ და აქეთ ხომ გადმოხვალთ, ნახეთ რაც მოგივიდეთო.

აფხაზურმა მხარემ 10 აგვისტოს აკრძალა თხილის გადმოტანა ზუგდიდის რაიონში. მეტიც, გალის რაიონის ქართულ მშვიდობიან მოსახლეობას ავტობუსებით გადმოსვლაც აუკრძალეს, რითაც ფაქტიურად ისინი დანარჩენ სამყაროს მოწყვეტილნი აღმოჩნდნენ.

12 სექტემბერს შემთხვევის ადგილზე მივიდნენ გაეროს სამხედრო დამკვირვებელთა მისიის ზუგდიდის სექტორისა და ქართული სამშვიდობო ძალების წარმომადგენლები. მათ ადგილზე დააფიქსირეს ინცინდენტის თვითმხილველთა ნათქვამი და განაცხადეს, რომ ფაქტის შესახებ აუცილებლად იმსჯელებენ ჭუბურხინჯის ქართულ- აფხაზურ ოთხმხრივ შეხვედაზე. რაც შეეხება რუს “ცისფერჩაფხუტიანებს”, ისინი საკუთარ ჯავშანტრანსპორტიორზე ამხედრებულები მშვიდად ადევნებდნენ თვალს ყოველივეს და ინცინდენტის ამოწურვის შემდეგ აფხაზები გააცილეს კიდეც სამშვიდობოს.

ნატო ბერულავა, ზუგდიდი

ახალი ამბები