კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დეპორტირებულ საქართველოს მოქალაქეებს პრობლემა ამჯერად საქართველოს საზღვართან შეექმნათ

27 ოქტომბერი, 2006

 თბილისი.26.10.06.მედიანიუსი. საქართველო-დაღესტნის საზღვარზე რუსეთიდან დეპორტირებული საქართველოს ასამდე მოქალაქე იმყოფება. მათ ხელთ აქვთ ყველა საჭირო დოკუმენტაცია, თუმცა ქართველ მესაზღვრეებთან პრობლემები მაინც ექმნებათ.

დღეს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ელენე თევდორაძემ განაცხადა, რომ შესაბამისი უწყებები დეპორტირებული ქართველების პრობლემაში დროულად უნდა გაერკვნენ და მათ სახელმწიფომ დახმარება გაუწიოს.
`საქართველო-დაღესტნის საზღვართან მყოფი რუსეთიდან დეპორტირებული ასამდე ჩვენი მოქალაქე ვერ ახერხებს სამშობლოში შემოსვლას, რადგან საქართველოს მხარე მიიჩნევს, რომ მათ საბუთები არ აქვთ წესრიგში. ჩემი თხოვნაა საგარეო საქმეთა სამინისტრომ და სასაზღვრო დეპარტამენტის თანამშრომლებმა დროულად მოაგვარონ ეს პრობლემა~, _ განაცხადა ელენე თევდორაძემ.

ახალი ამბები