კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გალის რაიონში ანტიკრიმინალური სპეცოპერაცია გრძელდება

31 ოქტომბერი, 2006

ერთი კვირაა გალის აფხაზური მილიციის 15 კაციანი ჯგუფი ოპერაციებს ატარებს დაბალი ზონის სოფლებში. ზემო და ქვემო ბარღები, სიდა, ნაბაკევი,  თაგილონი, გაგიდა, ეს ის სოფლებია სადაც ყველაზე ხშირად ხდება თავდასხმები მშვიდობიან მოსახლეობაზე, ყაჩაღობები, ძარცვები.

გალის აფხაზურმა მილიციამ, რომელსაც უფროსის მოადგილე ოთარ ტურნანბა ხელმძღვანელობდა ამ სოფლებში რამდენიმე ადამიანი დააკავა. დაკავებულთაგან 3 პიროვნებას არ ჰქონდა პირადობის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი. მეორე დღეს, როცა დაადგინეს მათი ვინაობა, ისინი გაათავისუფლეს. რაც შეეხება 5 ადამიანს, ისინი ჯერჯერობით რჩებიან გალის მილიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში. ცნობილი  გახდა, რომ დაკავებულთა შორის არიან ძმები ბერაიები, სოფელ ნაბაკევის მკვიდრნი. აფხაზური მხარე აცხადებს, რომ ისინი კარგა ხანია კრიმინალურ დაჯგუფებას ხელმძღვანელობენ და მათ მიმართ პრეტენზიები ქართველ სამართალდამცავებსაც აქვთ. ფაქტი სამეგრელო- ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსმა მერაბ გერგაიამაც დაადასტურა. არ არის ცნობილი, გადმოსცემენ თუ არა ძმებ ბერაიებს ქართულ მხარეს და საერთოდ დააყენებს თუ არა ქართული მხარე ამ საკითხს.

ნატო ბერულავა,ზუგდიდი

ახალი ამბები