კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება

17 ნოემბერი, 2006

საქართველოს პროკურატურა იძიებს სახალხო დამცველის თანამშრომლის, გიორგი გეწაძის საქმეს. რითაც აშკარა ხდება ის ზეწოლა, რომელიც ხორციელდება ომბუდსმენის აპარატზე.

2005-2006 წწ. სახალხო დამცველის ოფისმა დაიწყო ფართო მასშტაბიანი მონიტორინგი დახურულ ინსტიტუციებში. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ორი წლის განმავლობაში პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორებსა და იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში დაახლოებით სამი ათასი მოულოდნელი ვიზიტი დაფიქსირდა. მონიტორინგის შედეგად შემცირდა პოლიციის წინასწარი დაკავების საკნებში ცემისა და წამების ფაქტები, რაც მანამდე საკმაოდ ხშირი იყო.

თუმცა, 2006 წლის დასაწყისიდან სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში მაინც გახშირდა ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები. ცემამ, წამებამ, არაადამიანურმა და ღირსების შემლახავმა მოპყრობამ საკამოდ ინტენსიური სახე მიიღო. ადვოკატებს უფლებას არ აძლევენ შეხვდნენ მათ დაცვის ქვეშ მყოფებს. მონიტორინგის დროს გამოვლენილი წამების ფაქტებზე გამოძიება არ ჩატარებულა.

7 სექტემბერს, საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა ციხის # 1 იზოლატორში ნახეს ოთხი ნაცემი პატიმარი - მიხეილ კერესელიძე, ოთარ ბაბაევი, თამაზ შავიშვილი და გურამ ვაშაკიძე. მათი თქმით, 6 სექტემბერს საღამოს ცხრა საათზე ახლად დანიშნული ციხის უფროსი, ლევან მარუაშვილი შემოვიდა მათს საკანში ჩხრეკის ჩასატარებლად. მიუხედავად იმისა, რომ მობილური ტელეფონები არ აღმოუჩენიათ, პატიმრები მაინც სასტიკაად ცემეს.. მონიტორინგის დროს მსჯავრდებულებს აშკარად ეტყობოდათ დაზიანებები სხეულზე.

სახალხო დამცველმა გენერალურ პროკურატურასა და იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს მოსთხოვა გამოეძიებინათ აღნიშნული ფაქტი. ორი დღის შემდეგ, მონიტორინგის ჯგუფის წევერებმა ნახეს, რომ გენერალური პროკურორის მოადგილე, ციხის უფროსი ლევან მარუაშვილი და მისი მოადგილე ელაპარაკებოდნენ ნაცემ პატიმრებს. ვინაიდან დანაშაულზე არ აღძრულა სისხლის სამართლის საქმე, ჩნდება ეჭვი რომ პატიმრებზე მოხდა ზეწოლა რათა შეეცვალათ ჩვენება ციხის უფროსის წინააღმდეგ. სხვა შემთხვევაში გაუგებარია რატომ უნდა ესაუბრათ ნაცემ პატიმრებს ციხის უფროსთან, რომელსაც მანამდე ცემასა და წამებაში ადანაშაულებდნენ.
მართალია, გამოძიება დაიწყო, მაგრამ ორთვენახევრის შემდეგაც კი არ გატარებულა სანქციები თანამშრომლების მიმართ.

2006 წლის 13 და 15 სექტემბერს, სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლები ეწვივნენ რუსთავის ციხესა და იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულებითი დეპარტამენტის მკაცრი რეჟიმის # 6 იზოლატორს. იქ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად აღმოაჩინეს შვიდი პატიმარი, რომელთაც მხოლოდ საცვლები ეცვათ. მათი ტანსაცმელი კი მორიგე თანამშრომლის მაგიდის ახლოს ეყარა. როგორც ერთ-ერთმა პატიმარმა, გენადი წურწუმიამ განაცხადა, ის 16 დღე იმყოფებოდა მსგავს სიტუაციაში. მისი ტანსაცმელი ადმინსტრაციის წარმომადგენლებმა წაიღეს. მიუხედავად დაჟინებული თხოვნისა, წურწუმიას არ მისცეს პირველადი მოხმარების საგნები [პირსახოცი, საპონი, კბილის პასტა და კბილის ჯაგრისი], ასევე ფურცელი და კალამი. სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა შეამოწმეს პატიმართა აღრიცხვის წიგნი სადაც გენადი წურწუმია არ იყო რეგისტრირებული. ადმინისტრაციის წევრებს უფლება არ ჰქონდათ განეხორციელებინათ დისციპლინარული სასჯელი წურწუმიას მიმართ.

მსგავს მდგომარებაში [მხოლოდ საცვლებში] იმყოფებოდნენ იმედა ბუთხუზი და ბადრი ქეცბაიაც. მონიტორინგის დროს აღმოჩნდა, რომ არცერთ საკანში არ ჰქონდათ მატრასები, თეთრეული და საბნები. შესაბამისად პატიმრებს ხის ფიცარზე უწევთ ძილი.

საქართველოს კანონი ‘პატიმრობის შესახებ’, მუხლი 26, აცხადებს: ‘მსჯავრდებულები უნდა უზრუნველყონ ტანსაცმლით’. ამავე კანონის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ‘პატიმარი უნდა უზრუნველყონ პირველადი მოხმარების საგნებით ყოველგვარი ადამიანური ღირსების შელახვის გარეშე.’ მკაცრი რეჟიმის დაწესებულების შინგანა წესის მიხედვით, პატიმარს უნდა ჰქონდეს ჰიგიენური ნივთები, კალამი, რვეული, გაზეთები, ჟურნალები და ა.შ.

ციხის ადმინისტრაციაში ცინიკურად განგვიცხადეს, რომ პატიმრებს თავად არ სურდათ ჩაცმა.

ტანსაცმლის ჩამორთმევა, ძილსა და დასვენებაში ხელის შეშლა, ასევე პირველადი მოხმარების საგნების არ ქონა ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობასა და საერთაშორისო ხელშეკრულებებს. მსგავსი ქმედება შეიძლება განიხილოს როგორც წამება, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა. აღნიშნულის გამო ომბუდსმენმა მიმართა გენერალურ პროკურატურას, რათა დაიწყოს გამოძიება ქუთაისის საპატიმროსა და მკაცრი რეჟიმის  სასჯელაღსრულებით დეპარტამენტში არსებული ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე. 

ზემოთ მოყვანილი მაგალითების საფუძველზე, იმის ნაცვლად რომ ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე რეაგირება მოეხდინათ და გამოძიება ეწარმოებინათ, პროკურატურამ და საგამომძიებლო ორგანოებმა დაიწყეს ომბუდსმენის ოფისის წინააღმდეგ ბრძოლა. კერძოდ, 2006 წლის 1 ნოემბერს, სახალხო დამცველის წარმომადგენელი, გიორგი გეწაძე იმყოფებოდა იუსტიციის სამინისტრის სასჯელაღსრულებითი დეპარტამენტოს გეგუთის მკაცრი რეჟიმის დაწესებულების #8 იზოლატორში რათა გამოევლინა ქრთამისა და კორუფციის ფაქტები. იზოლატორის ყოფილმა თანამშრომელმა რამდენიმე დღით ადრე მიმართა სახალხო დამცველის ოფისს და აცნობა აღნიშნულ სამართალდარღვევების შესახებ. დადგინდა, რომ სახალხო დამცველის ოფისის თანამშრომლ;ებისა და მათ შორის გიორგი გეწაძის სატელეფონო საუბრები უკანონოდ ისმინებოდა სამართალდამცველთა მიერ. ამის საფუძველზე სამართალდამცველებმა შეიტანეს სარჩელი გიორგი გეწაძის წინააღმდეგ, თითქოს იგი ცდილობდა დანაშაულის პროვოცირების მიზნით პენიტენციალური დაწესებულების თანამშრომლების მოქრთამვას. სინამდვილეში, გეწაძე ცდილობდა დაეკითხა ციხის თანამშრომლები და მას არავისთვის ფული არ შეუთავაზებია ინფორმაციის სანაცვლოდ. სასჯელაღსრულებით დაწესებულებში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე მონიტორინგის ჯგუფის წევრთა წინააღმდეგ განხორციელებული ქმედება მიზნად ისახავს ომბუდსმენის ოფისის წევრებზე ზეწოლასა და დაშინებას. მათ აიძულებენ შეწყვიტონ მონიტორინგი. სატელეფონო ზარების უკანონო მოსმენა ზემოთაღნიშნულს უდაოდ ამტკიცებს.

ახალი ამბები