10:12, Sunday, 17.11.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის განცხადება

14.12.2006
არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის განცხადება საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ პროექტზე გამოთქმული შენიშვნები და მოსაზრებები

511 მუხლში შესატან ცვლილებასთან დაკავშირებით _ მმართველობის მოდელი არის გადასახედი. მოცემული ცვლილებით, ხელისუფლების შტოებს შორის დამატებითი ბალანსის შექმნის მექანიზმია შემოთავაზებული

2004 წლის თებერვლის საკონსტიტუციო ცვლილებებმა უხეშად დაარღვიეს ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსისა და გაწონასწორების მექანიზმები. ფაქტიურად მივიღეთ პრეზიდენტის განუსაზღვრელი, უკონტროლო და უპასუხისმგებლო ძალაუფლება. ამჯერად შემოთავაზებული ცვლილებები არის იმიტაცია იმისა, რომ გარკვეულად მოხდეს პარლამენტის უფლებების გამოკვეთა და პრეზიდენტის უფლებამოსილების გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევა პარლამენტთან ურთიერთობის საკითხებში. თუმცა, მიგვაჩნია, რომ შემოთავაზებული მოდელი იქნება არაეფექტური, რადგანაც ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს არა რომელიმე კლასიკურ მოდელზე გადასვლასთან, არამედ სხვადასხვა მოდელების ეკლექტურ შეხამებასთან. საჭიროა არჩეულ იქნას მსოფლიოში აპრობირებულ მოდელთაგან რომელიმე – საპრეზიდენტო, საპარლამენტო ან შერეული. მოცემული საკითხის განხილვის დროს აუცილებელია შესრულდეს ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები 2004 წელს კონსტიტუციაში ცვლილებებთან დაკავშირებით.

1041 მუხლი: “3. 2004 წელს არჩეული საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნები ჩატარდეს 2008 წლის 1 სექტემბრიდან 2008 წლის 31 დეკემბრამდე. არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი”.

საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები არ უნდა ემთხვეოდეს  ერთმანეთს (მით უმეტეს, ხელოვნურად). უნდა აღინიშნოს, რომ კონსტიტუციონალიზმის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრინციპად არის აღირებული ხელისუფლების შტოებს შორის გაწონასწორებისა და ხელისუფლების ცვლის დროს მემკვიდროებითობის შენარჩუნების პრინციპი. რისი ნათელი გამოხატულებაა პარლამენტისა (მათ შორის პალატების) და პრეზიდენტის უფლებამოსილების განსხვავებული ვადები. შესაბამისად, თუ საქმე არა გვაქვს სადამფუძნებლო დოკუმენტის (მაგალითად, ახალი კონსტიტუცია) შემდეგ არჩევნებთან, როდესაც ახალი ინსტიტუტის ჩამოყალიბება ხდება, ზემოაღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით მიზანშეუწონელია საპრეზიდენტო და საპარლამენტის არჩევნების “ხელოვნურად” დამთხვევა.

ხელისუფლების უფლებამოსილების ვადის შეწყვეტის თარიღების გადავადება დაუსაბუთებელი და მიუღებელია, რადგან ეს არის დემოკრატიისა და ხელისუფლების ცვალებადობის უმთავრესი პრინციპის დარღვევა. აბსოლუტურად უსაფუძვლოა ამ ყველაფრის საბიუჯეტო ხარჯების დაზოგვით გამართლება, რადგან მომავალ პარლამენტში მხოლოდ 150 დეპუტატი იქნება და 7-8 თვის განმავლობაში 75 დეპუტატის შენახვისათვის დამატებითი ხარჯების გაღება უფრო მეტ ტვირთად დააწვება ბიუჯეტს, ვიდრე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ცალ-ცალკე ჩატარება.

კონსტიტუციური ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიის სხდომაზე დასმულ იქნა შემდეგი საკითხი _ თუკი არჩევნებში ბარიერს გადალახავს მხოლოდ ერთი პარტია, ერთპარტიული პარლამენტის თავიდან ასაცილებლად მანდატებს იღებს მეორე ადგილზე გასული, ბარიერგადაულახავი პარტიაც.

წარმოდგენილი ინიციატივა არ შეიძლება ჩაითვალოს მისაღებად, რადგან _ თუკი არის საშიშროება ერთპარტიული პარლამენტის მიღებისა, კანონმდებლებმა უნდა განიხილონ ბარიერის დაწევის საკითხს, ხოლო თუ მიაჩნიათ, რომ 7%-ზე ნაკლებად მხარდაჭერილ პარტიას არა აქვს უფლება წარმოადგენდეს პარლამენტში თავის ამომრჩევლებს, მაშინ რატომ უნდა გაკეთდეს გამონაკლისი მეორე ადგილზე გასულ ბარიერგადაულახავი პარტიისათვის? მარტო იმიტომ, რომ დასავლეთის თვალში არ შევრცხვეთ იმით, რომ გვაქვს ერთპარტიული პარლამენტი? თუ რეალურად საქართველოს მოქალაქეების 97%-ს მხოლოდ 1 პიროვნება სურს პრეზიდენტად და თუ მხოლოდ მისი პოლიტიკური ძალის ხილვა სურთ პარლამენტში, რატომ არ უნდა მოხდეს არჩევნების შედეგების ადეკვატური ასახვა?

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა სასამართლოდან 20 მეტრის რადიუსში შეკრების თუ მანიფესტაციის გამართვასთან დაკავშირებით.

• ნათლად განისაზღვროს რა იგულისხმება შენობაში. ჩვენი წინადადებით, შენობაში უნდა იგულისხმებოდეს შენობა და არა შენობის ეზო ან გალავანი. ამიტომ 20 მეტრის ათვლა უნდა დაიწყოს შენობიდან.

• რაც შეეხება ოცი მეტრის რადიუსის შიგნით რეგულაციას, აქ შეიძლება აიკრძალოს მხოლოდ ტექნიკური საშუალებების (ხმის გამაძლიერებლების) გამოყენება, რადგან რეალურად სწორედ მათ შეუძლიათ ხელი შეუშალონ სასამართლო სხდომის მიმდინარეობას. აღნიშნული აკრძალვის დარღვევის შემთხვევაში სანქციად შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ ჯარიმა და ტექნიკური საშუალების ჩამორთმევა.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC