დღეს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მეშვიდე საპყრობილეში პატიმარ პაატა მამარდაშვილთან შეხვედრას გეგმავს.
თევდორაძემ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ოპოზიციის მხრიდან განცხადებები გაკეთდა, რომ მამარდაშვილის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.
როგორც თევდორაძე აცხადებს, მისი მოვალეობაა გაერკვეს პატიმრის მდგომარეობაში. რაც შეეხება მამარდაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, ელენე თევდორაძე აცხადებს, რომ კომენტარს მხოლოდ მას შემდეგ გააკეთებს, რაც პატიმართან პირადად ისაუბრებს. „მე მასთან შეხვედრა არ მქონია, მაგრამ თავისივე ჩვენება იმდენჯერ შეცვალა, რომ წინასწარ ვერაფერს ვიტყვი. ვნახოთ, ჩემთან საუბრისას ის რას იტყვის და შეფასებებსაც ამის მიხედვით გავაკეთებ,“ - აცხადებს თევდორაძე.
წყარო: GHN