კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოს სახალხო დამცველი გმობს ზემო აფხაზეთში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობას

12 მარტი, 2007

სახალხო დამცველი გმობს ზემო აფხაზეთში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართულ ძალადობას. 2007 წლის 11 მარტს, ღამით, სახალხო დამცველს დაუკავშირდა ზემო აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობა, რომელთა განცხადებით დაახლოებით 22.15 საათზე დაიბომბა სოფელი აჟარა და ჩხალათა.

სახალხო დამცველი მოუწოდებს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, გაეროს დამკვირვებელთა მისიას საქართველოში, გაეროს გენერალური მდივნის მეგობარ ქვეყნებს, მათ ხელთ არსებული სამართლებრივ-პოლიტიკური ბერკეტების გამოყენებით უზრუნველყონ ამ ფაქტის ობიექტური გამოძიება და იმ პირთა დასჯა, რომელთა ქმედება მიმართულია ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის წინააღმდეგ.

ახალი ამბები