კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ეროვნული უმცირესობების დაცვის ჩარჩო კონვენციის“ განხორციელებასთან დაკავშირებული რეკომენდაციების პაკეტის პრეზენტაცია გაიმართება

28 მაისი, 2007

ხვალ, 16:00 საათზე საქართველოში ევროპის საბჭოს „ეროვნული უმცირესობების დაცვის ჩარჩო კონვენციის“ განხორციელებასთან დაკავშირებული რეკომენდაციების პაკეტის პრეზენტაცია გაიმართება, რომელიც საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულმა ეთნიკური უმცირესობების საბჭომ შეიმუშავა.

2005 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ კონვენციის რატიფიცირების შემდეგ, სახალხო დამცველის ოფისთან არსებულმა ეთნიკურ უმცირესობათა საბჭომ შეიმუშავა რეკომენდაციების პაკეტი სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებისა და მედიის მიმართ. ამ პროცესს კოორდინირებას სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი უწევდა და მასში ადგილობრივი  და საერთაშორისო ექსპერტებიც მონაწილეობდნენ, რაც გაერო-ს განვითარების პროგრამამ და უმცირესობათა საკითხების ევროპულმა ცენტრმა უზრუნველყო.

პრეზენტაციას, რომელიც გაერო-ს განვითარების პროგრამისა და უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრის მხარდაჭერითაა ორგანიზებული, საქართველოს მთავრობის, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მომუშავე ორგანიზაციებისა და ევროსაბჭოსა წარმომადგენლები დაესწრებიან.

პრეზენტაცია სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტის“ წვეულებათა დიდ დარბაზში გაიმართება.

წყარო: Media.ge

ახალი ამბები