კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბრალდების მხარემ დავით კაპანაძისთვის 1 წლით და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო მისი მეგობრისთვის 1-წლიანი პატიმრობა მოითხოვა

31 მაისი, 2007

ლაგოდეხის რაიონულ სასამართლოში, 19 მაისს გამართულ პროცესზე,   პროკურორმა ზურაბ ჯავახიშვილმა რადიო „ჰერეთის“ დირექტორის რამაზ სამხარაძის ცემაში ბრალდებული  დავით კაპანაძისთვის  1 წლით და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო  მისი მეგობრის გიორგი ყორღანაშვილისთვის  1-წლიანი პატიმრობა მოითხოვა, ამის შესახებ რადიო „ჰერეთი“ იტყობინება.

გამოძიების მასალებით,  2006 წლის 9 ოქტომბერს ყოფილმა პარლამენტარმა დავით კაპანაძემ და მისმა მეგობარმა “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა წევრმა გიორგი ყორღანაშვილმა, სამაუწყებლო კომპანია „ჰერეთის“ დირექტორს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.  

დავით კაპანაძე რამაზ სამხარაძეს გატაცებით, რადიოსა და ოჯახის ლიკვიდაციით დაემუქრა. პროკურატურაში საქმე 156-ე მუხლის მეორე ნაწილით (თავისუფალი აზრის დევნა) აღიძრა. აღნიშნული მუხლი სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან ფულად ჯარიმას ითვალისწინებს.

ყოფილი პარლამენტარი და მისი მეგობარი თავს დამნაშავედ არ თვლიან, თუმცა პროკურატურის მასალების მიხედვით, მათ ნაწილობრივ აღიარეს დანაშაული.

დავით კაპანაძე  და გიორგი ყორღანაშვილი კახეთის სამხარეო პროკურატურამ მიმდინარე წლის 17 მარტს დააკავა. თუმცა, მალევე გაათავისუფლა და აღკვეთის ღონისძიების სახით კაპანაძეს 10. 000, ხოლო ყორღანაშვილს 5. 000 ლარის გირაოს გადახდა შეუფარდა. 

რადიო „ჰერეთის“ ცნობით, ლაგოდეხის რაიონული სასამართლო განაჩენს  სავარაუდოდ 4 ივნისს გამოიტანს.

წყარო: Media.ge

ახალი ამბები