კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გაზეთ „რეზონანსს“ და ოპოზიციონერ პარლამენტარებს კონტროლის პალატა საჯარო ინფორმაციას არ აძლევს

7 ივნისი, 2007

"რეზონანსი“ და პარლამენტის ოპოზიციური ფრაქცია „დემოკრატიული ფრონტის“ წევრები   ვერ ახერხებენ კონტროლის პალატის მიერ თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ჩატარებული შემოწმების მასალები მოპოვებას, იმის მიუხედავად, რომ  ამ მასალებს სასამართლომ,  გრიფი „საიდუმლო“ მოხსნა.

„სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, გუშინ პალატაში მისულმა კონსერვატორებმა დოკუმენტაციის გაცნობა მაინც ვერ მოახერხეს. პალატისგან ამ დოკუმენტაციის მიღება ცოტა ხნის წინ „რეზონანსმაც“ მოითხოვა, თუმცა დეპუტატების მსგავსად, ჩვენც დღემდე ამაოდ ველოდებით კანონის მოთხოვნების შესრულებას“,  სწერს გაზეთი  „რეზონანსი“, 6 ივნისის ნომერში.

რევიზიის მასალები შეეხება თბილისის კეთილმოწყობის სამსახურის მიერ 2005 წლის ივლისიდან 2006 წლის ოქტომბრამდე  229 მლნ ლარის ხარჯვას. 
ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ეს თანხა არამიზნობრივად დაიხარჯა, რასაც კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი კობა სუბელიანი კატეგორიულად უარყოფს.

პარლამენტის ფრაქცია „დემოკრატიული ფრონტის“ წევრი ბეჟან გუნავა „რეზონანსთან“ საუბარში აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება, მასალებზე გრიფ „საიდუმლოს“ მოხსნის შესახებ, 3 დღის წინ  შევიდა ძალაში, ამიტომაც 5 ივნისს ისინი კონტროლის პალატაში მივიდნენ  შემოწმების მასალების  ადგილზე გასაცნობად, მაგრამ ამას ვერ მიაღწიეს.
„არც თვმჯდომარე შეგვხვდა და არც მისი მოადგილე ერთი კაბინეტში ჩაიკეტა, მეორე ოთახიდან გამოვიდა და სადღაც დაიმალა“, ამბობს ბეჟან გუნავა.

რეზონანსთან ინტერვიუში პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მიხელ მაჭავარიანმა განაცხადა, რომ „ყველაფერი იქნება კანონის შესაბამისად“ .

„კანონში პროცედურები გაწერილია და კონტროლის პალატა მას ზედმიწევნით კარგად და ზუსტად შეასრულებს. არცერთ სადაო საკითხთან დაკავშირებით არა გვაქვს პრობლემა, რომ ადეკვატური რეაგირება მოვახდინოთ“, განაცხადა მაჭავარიანმა.

წყარო: Media.ge

ახალი ამბები