საქართველოს პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე ფრაქცია „დემოკრატიული ფრონტის“ წევრმა გოჩა ჯოჯუამ საპარლამენტო უმრავლესობას „წინ საქართველოს“ დაპატიმრებულ წევრ ირაკლი ბათიაშვილთან დაკავშირებით პრეზიდენტისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდება სთხოვა. კერძოდ, გოჩა ჯოჯუას აზრით, დეპუტატებმა იმ პირებზე უნდა მოახდინონ ზეგავლენა, რომლებიც პრეზიდენტს ბათიაშვილთან დაკავშირებით არასწორ ინფორმაციას აწვდიან.
ჯოჯუას თქმით, საქართველოს ყველა ხელისუფლებას ჰყავდა საკუთარი პოლიტპატიმრები და ასეთია ირაკლი ბათიაშვილიც, რომლის შესახებ პრეზიდენტს ობიექტური ინფორმაცია არა აქვს.
წყარო: მედიანიუსი
წყარო: მედიანიუსი