კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პარლამენტმა სასამართლოში ფოტო-კინო-ვიდეოგადაღება აკრძალა

12 ივლისი, 2007

საქართველოს პარლამენტმა, 11 ივლისს, რიგგარეშე სხდომაზე, 117 ხმით 18-ის წინააღმდეგ, , მესამე მოსმენით,  „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილება მიიღო, რომელიც სასამართლოს შენობასა და სასამართლოს სხდომათა დარბაზში ფოტო-კინო-ვიდეოგადაღების აკრძალვას ითვალისწინებს.

სასამართლო სხდომებზე მხოლოდ აუდიო და სტენოგრაფიული ჩაწერაა ნებადართული, თუმცა მოსამართლეს უფლება აქვს მოტივირებული გადაწყვეტილებით ესეც აკრძალოს.

საპარლამენტო ოპოზიცია პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ამ ინიციატივას „სიტყვისა და ინფორმაციის თავისუფლებაზე შეტევას“ უწოდებს.
კანონპროექტის ინიციატორი იურიდიული კომიტეტის პოზიციით კი , ხელისუფლებას სურს აღკვეთოს მავნე პრაქტიკა, როცა სასამართლო  დარბაზებში, ტელეკამერების თანდასწრებით, ხდება პროცესის ანგაჟირების და  ჩაშლის მცდელობები.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები