კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჟურნალისტებმა საქართველოს პრეზიდენტს ღია წერილით მიმართეს

18 ივლისი, 2007

 
ჟურნალისტებმა  პრეზიდენტ მიხელ სააკაშვილს  ღია წერილით მიმართეს, ვეტო დაადოს  საკანონმდებლო  ცვლილებებს, რომელიც სასამართლო პროცესებზე  ფოტო, კინო და ვიდეოგადაღებას კრძალავს.

გთავაზობთ ღია წერილის სრულ ტექსტს, რომელიც გაზეთ „რეზონანსის“ 17 ივლისის ნომერში გამოქვეყნდა.

ღია წერილი საქართველოს პრეზიდენტს

ბატონო პრეზიდენტო, 2007 წლის 11 ივლისს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო ცვლილებები კანონში „საერთო სასამართლოების შესახებ“. ამ ცვლილებების თანახმად აიკრძალა სასამართლოს შენობაში, ასევე, სასამართლო სხდომის დარბაზში საქმის განხილვისას ფოტო-კინო-ვიდეოგადაღება და ტრანსლაცია.

1997 წელს, როდესაც საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“, რომლითაც სასამართლო სხდომაზე დაიშვა კინო, ფოტო, აუდიო და ვიდეოგადაღება, თქვენ საქართველოს პარლამენტის საკონსტიტუციო, იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტის თავმჯდომარე ბრძანდებოდით. თქვენ იყავით სასამართლო რეფორმის ერთ-ერთი ფუძემდებელი და ხშირად საზოგადოებას უჩვენებდით საჯაროობისა და საზოგადოების ინტერესების დაცვის მაგალითებს.

მაშინ, 1997 წელს და მოგვიანებითაც, არაერთი მოწინააღმდეგე გყავდათ. თქვენი ოპონენტები დაუშვებლად მიიჩნევდნენ სასამართლო სხდომის დარბაზში ტელეკამერების დადგმას და საკუთარ პოზიციას იმავე არგუმენტებით იცავდნენ, რაც ახლახან უმრავლესობის წარმომადგენელი პარლამენტარებისგან მოვისმინეთ. მაგრამ ჩვენ, ჟურნალისტებს, დღესაც იგივე არგუმენტები გვაქვს, რასაც თქვენგან  10 წლის წინ ვისმენდით: რომ სასამართლო პროცესის საჯაროობა სამართლიანი სასამართლოს უფლების განუყოფელი ნაწილია; რომ სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობა  დიდწილად იმაზეა დამოკიდებული, რამდენ ადამიანს ექნება საშუალება, ინფორმაცია პირველწყაროდან მიიღოს  და არა მხოლოდ ჟურნალისტების მონათხრობით ან პოლიტიკოსების ინტერპრეტაციით; რომ საზოგადოება მართლმსაჯულების აღსრულების უშუალო მოწმე უნდა იყოს და გულგრილი მეთვალყურე.

დამოუკიდებელი სასამართლოს 10 წლის ისტორიაში, პარლამენტარები ასახელებდნენ მხოლოდ სამ პროცესს, როცა სასამართლო იქცა პოლიტიკური ვნებათაღელვის ასპარეზად. აღსანიშნავია, რომ არც ერთ ამ პროცესზე მოსამართლეს არ გამოუტანია განსასჯელისათვის სასურველი განაჩენი და ხალხმრავლობა ამ პროცესებზე გამოიწვია არა კამერების არსებობამ, არამედ საზოგადოების დიდმა ინტერესმა და პრობლემის სიმწვავემ. სასამართლოს რეპუტაციის აღსადგენად სწორი ნაბიჯი რომ ყოფილიყო ტელეკამერებისთვის სხდომის დახურვა, თქვენ არ იქნებოდით პირველი მომხრე ტელეკამერების დაშვებისა, რადგან სისხლხორცეულად იყავით დაინტერესებული სასამართლოს რეპუტაციის აღდგენით.

მოგმართავთ თხოვნით, რომ კიდევ ერთხელ დაიცვათ მონაპოვარი, რომელშიც სხვა დემოკრატიულ ძალებთან ერთად თქვენც ლომის წილი მიგიძღვით,   და ვეტო დაადოთ ცვლილებებს კანონში „საერთო სასამართლოების შესახებ“. ამ ნაბიჯითკიდევ ერთხელ დაადასტურებთ დემოკრატიული პრონციპებისადმი ერთგვულებას ერთგულებას და დაიცავთ უმთავრეს ღირებულებას - გამოხატვის თავისუფლებას.

წყარო: Media.ge

ახალი ამბები