კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბათუმში ნარკოტიკებით ახალგაზრდები იღუპებიან

25 ივლისი, 2007

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ბოლო  ერთი თვის განმავლობაში, ნარკოტიკების დიდი დოზის მიღების შედეგად, ბათუმში  7 ახალგაზრდა გარდაიცვალა.

როგორც ცენტრს ბათუმის საავადმყოფოებში განუცხადეს, სტაციონარებში ყოველდღიურად არაერთი მომაკვდავი ნარკომანი მიჰყავთ, რომელთა შორის 25 წლამდე ახალგაზრდები სჭარბობენ. მხოლოდ რესპუბლიკურ საავადმყოფოში ტოქსიკური მოწამვლითა და ნარკოტიკული საშუალებებით გამოწვეული  ინტოქსიკაციით  ერთ დღეში 10-მდე ადამიანი გადის სამედიცინო დახმარებას.

სტატისტიკური მონაცემებით, 2007 წლის ექვს თვეში, ბათუმის მასშტაბით ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებისათვის  167  ადამიანია მსჯავრდებული,  ქობულეთში 17, ხელვაჩაურში კი 25.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ შეშფოთებას გამოთქვამს აღნიშნული მდგომარეობის გამო და შესაბამის ორგანოებს, მედიას და არასამთავრობო ორგანიზაციებს სასწრაფო რეაგირებისაკენ მოუწოდებს.

გელა მთივლიშვილი აჭარიდან

ახალი ამბები