კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ავჭალის არასრულწლოვანთა კოლონიაში ვითარება განმუხტულია

14 აგვისტო, 2007

თბილისი.14.08.07.მედიანიუსი. ავჭალის არასრულწლოვანთა კოლონიაში მდგომარეობა ამ დროისთვის  განმუხტულია.
Kოლონიის ადმინისტრაცია და იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულებითი დეპარტამენტი  აკონტროლებენ ვითარებას, თუმცა, ბადრაგი გაძლიერებულია.

Aრეულობა კოლონიაში 13 აგვისტოს გვიან ღამით დაიწყო. Aრასრულწლოვან პატიმართა შელაპარაკება მასობრივ ჩხუბში გადაიზარდა. მათ გასაშველებლად ბადრაგი მივიდა, რომელთაც პატიმრებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ბუნტის პროვოცირება სცადეს.

კოლონიაში სპეციალური დანიშნულების რაზმის მისვლის შემდეგ, არასრულწლოვნებმა ბუნტი შეწყვიტეს და სასჯელაღსრულებითი დეპარტამენტის ინფორმაციით, შუშის ნაჭრებით ვენები გადაიჭრეს და სხვა სახის დაზიანება მიიყენეს.

16 დაშავებული არასრულწლოვანი იუსტიციის სამინისტროს წარმომადგელებმა ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მათ ექიმებმა დახმარება აღმოუჩინეს.
Aმის შემდეგ, არასრულწლოვნები ისევ ავჭალის კოლონიაში დააბრუნეს.

ავჭალის კოლონიასთან მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ პატიმრების მშობლები, შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროების წარმომადგენლები, სახალხო დამცველის წარმომადგენელი და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები.

ახალი ამბები