კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„სიტყვის აქცია“ კახეთში

24 სექტემბერი, 2007

21 სექტემბერს,  მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ კახეთის ოფისმა ქ. გურჯაანში ,,სიტყვის აქცია“ გამართა. ,,რას მონაწილეობა ათასამდე ახალგაზრდამ მიიღო, მათ ასფალტზე დახატეს და დაწერეს მიმართვები აფხაზი ხალხისადმი.

შეირჩა საუკეთესო გზავნილებიც, რომელთა  ავტორები ფასიან საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. აქციის მსვლელობისას ნონეშვილის ქუჩა ორი საათით გადაიკეტა.  სიმღერით ,,ვარადო” აქცია სახალხო ანსამბლმა ,,გურჯაანმა” გახსნა, რის შემდეგაც აფხაზური ცეკვა გაიმართა.  აქციისას ხალხს დაურიგდა ტკბილეული,ზედ მიმაგრებული ფურცლებით. ფურცლებზე აფხაზური სიტყვები ეწერა, ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით, ღონისძიება კულტურის ცენტრში უფასო კონცერტით დასრულდა.

,,სიტყვის აქციას“ ,,ადამიანის უფლებათა ცენტრი” საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 21-დან 27 სექტემბრამდე ატარებს. კახეთიდან დაწყებული აქცია 27 სექტემბერს (აფხაზეთის ომის დამთავრების დღე) ზუგდიდში დასრულდება.

,,სიტყვის აქციას“ აფხაზეთიდანაც გამოეხმაურნენ და სიხარული გამოხატეს. ამ ღონისძიების შესახებ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე ინტერნეტით შეიტყვეს.

აფხაზეთის ომი 15 წლის წინ დაიწყო. ამ აქციით ხალხს საშუალება მიეცა, კიდევ ერთხელ გაეანალიზებინა მომხდარი და მიემართა აფხაზი საზოგადოებისათვის.

გელა მთივლიშვილი, კახეთი.

ახალი ამბები