დღეს საქართველოს მთავრობის კანცელარიის წინ, ახალგაზრდული მოძრაობის წარმომადგენლებმა მორიგი თეატრალიზებული აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებს ხელში ჯამ-ჭურჭელი ეჭირათ და ხმამაღლა ყვიროდნენ: „გვშია“.
ახალგაზრდული მოძრაობის წარმომადგენლები, ამ ჟესტით საქართველოში პროდუქტებზე ფასების მომატებას აპროტესტებდნენ. „ხალხი რეალურად მშიერია. პრეზიდენტი თავის მთავრობას რომ უყურებს, ჰგონია, ყველა ისეთ მდგომარეობაშია, როგორც ისინი. ქართველი ხალხი დილით რომ დგება პრეზიდენტისგან განსხვავებით იმაზე ფიქრობენ, შვილს რა აჭამოს“, - განაცხადა ახალგაზრდული მოძრაობის წარმომადგენელმა.
წყარო: მედიანიუსი